"ახლა მაინც გაიგე რამე, დიმა, შე სირ***?!" - გამსახურდია "ღორი რუსების" შესახებ ობოლაძის განცხადებას პასუხობს

"ახლა მაინც გაიგე რამე, დიმა, შე სირ***?!" - გამსახურდია "ღორი რუსების" შესახებ ობოლაძის განცხადებას პასუხობს

რამდენიმე დღის წინ დონეცკის ოლქში Boeing 777-ის ავიაკატასტროფის შემდეგ პირდაპირ ეთერში "რუსთავი 2"-ის წამყვანმა დიმიტრი ობოლაძემ რუს ერს ღორები უწოდა. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში არაერთი ადამიანი გამოეხმაურა. ზოგიერთმა დაწერა, რომ ჟურნალისტს მსგავსი განცხადება პირდაპირ ეთერში არ უნდა გაეკეთებინა, ზოგმა კი ტელეწამყვანი გაამართლა. ობოლაძის განცხადებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება ყოფილი პოლიტპატიმარი ცოტნე გამსახურდია.

"ამ ქინძმა დიმა ობოლაძემ რომ ყველა რუსს ღორი უწოდა, იმაზე გამახსენდა - ერთი ისტორია ჩემი ცხოვრებიდან:

1995 წლის თებერვალია და ახალი ჩასული ვარ მოსკოვში ოჯახთან ერთად , გროზნოს აღების შემდეგ. რუსებისადმი ჩემი იმჟამინდელი დამოკიდებულება ადვილად შეგიძლიათ გამოიცნოთ საქართველოში და ჩეჩნეთში რუსეთის არმიის ქმედებების მერე... მკითხავთ, მაშ რატომ მოსკოვშიო? გიპასუხებთ: იმიტომ, რომ სხვაგან ელემენტარულად წასასვლელი არ გვქონდა. დემოკრატიული დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობამ, საუკეთესო შემთხვევაში, ზრდილობიანი უარი გვითხრა მიღებაზე. აბა, ვის აწყობდა რომ დიდ დემოკრატ შევარდნაძეს პოლიტიკური დევნილები ჰყოლოდა საქართველოდან პრეზიდენტის ოჯახის სახით? მოკლედ, ავად თუ კარგად, გეოგრაფიული და ადმინისტრაციული შედარებით იოლი ბარიერების გავლით როგორც იქნა მოსკოვში ჩავაღწიეთ...

პატარა ბიჭი ვარ, 19 წლის. მოსკოვის ჩრდილოეთ ნაწილში, ღვთისგან და კაცისგან დაწყევლილ რაიონში, პატარა, ბნელ ბინაში ვცხოვრობდით ქირით. სუსხიანი თებერვალია, ასე 20-25 გრადუსი ყინვა. რაიონია - პროლეტარული, ასე ვთქვათ. პუბლიკა ძირითადად მთვრალი ბანდიტებისა და პროლეტარების შთამომავლებისგან შედგება. გვიან ღამით დავბრუნდით სახლში მე და ჩემი უმცროსი - მაშინ ჯერ კიდევ - ძმა... ღამის ორი საათია ასე, ტრუსებისა და მაისურის ამარა ვზივარ ლოგინზე, გიორგის ველაპარაკები და ძილის წინ სიგარეტს ვაბოლებ. ჩავაქრე, ავდექი: პატარა სარკმელს ვაღებ ოთახის გასანიავებლად დაძინებამდე. გავაღე თუ არა, ადამიანის განწირული კივილი მოვარდა: პამაგიწეეეე, უბივაიუუუტ!!! უბივაიუუუტ!!! შემზარა. მაგრამ გავექეცი - კივილს თუ უფრო საკუთარ თავს, - და მივხურე ფანჯარა. ერთით მეტი, ერთით - ნაკლები, ერთი ამათი დედაც... გავივლე გულში ზიზღნარევი აზრი. მოვტრიალდი უკან და მივბრუნდი მყისვე: ღმერთო, ხომ ბავშვის ხმაა! რა გჭირს, შე შობელძაღლო, რამ გაგამხეცა! შემაჯაჯნჯღარა რაღაცამ... ისევ გავაღე. წამში მოვბრუნდი და დავიძახე: გიორგი, წავედით! სად, რისთვის, როგორ - არაფერი მითქვამს. არც მას უკითხავს რამე. სანამ მე ამოვიცვი მხოლოდ შარვალი და ფეხსაცმელი, ის ჩაცმული გაიქცა და მეორე ოთახიდან დიდი მაგიდის ფეხი თუ რაღაც ასეთი გამოიტანა და დავეშვით თავქვე. ლიფტის ლოდინის დრო არ იყო... შემოვურბინეთ ამ უზარმაზარ, რუსული Г-ს ფორმის კორპუსს, რომ შიდა ეზოში გავსულიყავით, საიდანაც ხმა მოდიოდა. გიორგი ჩემზე ათიოდე მეტრით წინ იყო, რადგან ჩაცმაში დამეკარგა დრო. თოვლში, ყინვაში, არყის ხეებში ვხედავთ, ეზოში პატარა ბავშვი დგას, წელსზემოთ - შიშველი, და სახიდან, ყურებიდან სისხლი მოთქრიალებს. ცალი ყური მოჭრილი ჰქონდა თურმე. სამ ოციოდე წლის ცხოველს ყავს ალყაში და დღესაც არ ვიცი, რა უნდოდათ ან რას უპირებდენ... სანამ მე ადგილამდე მივედი, ორი უკვე ძირს ეგდო და გიორგი კეტით "ამუშავებდა". მესამეს ბავშვის პატარა ქურთუკი ჩაებღუჯა და არ იცოდა, რა ექნა: ვერც თანამზრახველებს ტოვებდა და ვერც მოდიოდა ახლოს. მოვიტყუე, წავართვი ქურთუკი და გავაგორე ისიც მიწაზე.

ბავშვი აბსოლუტურ შოკში იყო. აძაგძაგებული, სისხლიანი, ასე 8-9 წლის პატარ ბიჭუნა, გამკივანი ხმით ყიოდა... მოვეფერე, სისხლი მოვწმინდე, მოვახურე თბილი და წამოვიყვანეთ.

და გაჩნდა კითხვა, ყველაზე საინტერესო: ვინაა ეს ბავშვი, ან ჩვენ რა ვუყოთ? თავად ბავშვებმა, ფაქტიურად... გაოგნებული ვარ: პატარა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ სასიკვდილოდ გავწირე იქ, ფანჯარასთან, ახლა მზადა ვარ ვიძმო თუ ვიშვილო... დიდება ღმერთო, შენს სახელს! რომ არ გამომეცადა ეს ორი მდგომარეობა, ხომ ვერაფერს მივხვდებოდი! რომ დედამიწის ყველა კუთხეში ჩვენნაირი ადამიანები ცხოვრობენ: უყვართ, გული უცემთ, უნდათ სიცოცხლე, როგორც სხვებსა, და არცერთ ასეთ ნაძირალას თუ უბრალოდ ბრიყვს არა აქვს უფლება, მათ ადამიანის სახელი წაართვას!

მას მერე კიდევ ბევრი რამ უნდა გამომეცადა თურმე... მაგრამ მთავარი გამოცდილება ისევ საკუთარი შინაგანი მდგომარეობების ცოდნით უნდა გამეგო.

P. S. ახლა მაინც გაიგე რამე, დიმა, შე სირო?!

P.P.S. თუ ვინმე დაინტერესდით პატარას ბედით, ვიტყვი, რომ სახლამდე არმისულებს მისი უფროსი ძამიკო და დედა შეგვხვდენ მის საძებნელად წამოსულები", - წერს გამსახურდია.

იხილეთ ასევე: "რუსეთი ღორების ქვეყანაა!" - დიმა ობოლაძემ პირდაპირ ეთერში ემოციები ვერ შეიკავა

"მის კარიერას დასავლეთში წერტილი დაესმებოდა" - მწერალი დიმა ობოლაძეს, რუსების "ღორებად" მოხსენიების გამო, რასიზმში ადანაშაულებს

"დიახ, ამის გამო ისინი ღორები არიან" - როგორ აფასებენ რუსულ პოლიტიკას საქართველოში მცხოვრები ცნობილი რუსები

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს