"ყველაზე უზრდელი, "ხამი", დაბალი კულტურის და უშნოდ ჩაცმული არის რუსი ტურისტი!" - "რუსთავი 2"-ელები რუსებს დასცინიან

"ყველაზე უზრდელი, "ხამი", დაბალი კულტურის და უშნოდ ჩაცმული არის რუსი ტურისტი!" - "რუსთავი 2"-ელები რუსებს დასცინიან

"ღორი რუსების" შესახებ დიმა ობოლაძის მიერ პირდაპირ ეთერში გაკეთებული განცხადების შემდეგ, რუსებთან დაკავშირებით იგივე პათოსს აგრძელებს კიდევ ერთი "რუსთავი 2"-ელი, არხის საერთაშორისო პროექტების დირექტორი გიორგი ხაბურძანია. სოციალურ ქსელში ხაბურძანია რუს ტურისტებს ახასიათებს.

"ყველაზე უზრდელი, "ხამი", უნახავი, ხმაურიანი, დაბალი კულტურის და უშნოდ ჩაცმული არის რუსი ტურისტი! რაც არ უნდა უჭირდეს საქართველოს ამათ ყოველთვის ვჯობივართ", - წერს ხაბურძანია.

ხაბურძანიას მოსაზრებას "100%-ით" ეთანხმება არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და "რუსთავი 2"-ის ყოფილი თანამშრომელი, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი პრეს-სპიკერი მანანა მანჯგალაძე.

ნიკა გვარამია: 100%

მანანა მანჯგალაძე: გეთანხმები ორი ხელით, და დიდად არ შეცვლილან, რაც ბადე მაისურები გაიხადეს, "სეტკა" ჩანთით შეცვალეს და შორტით მუხლებგამობერილი გახუნებული სპორტული შარვალი.

იხილეთ ასევე: "რუსეთი ღორების ქვეყანაა!" - დიმა ობოლაძემ პირდაპირ ეთერში ემოციები ვერ შეიკავა

"მის კარიერას დასავლეთში წერტილი დაესმებოდა" - მწერალი დიმა ობოლაძეს, რუსების "ღორებად" მოხსენიების გამო, რასიზმში ადანაშაულებს

"დიახ, ამის გამო ისინი ღორები არიან" - როგორ აფასებენ რუსულ პოლიტიკას საქართველოში მცხოვრები ცნობილი რუსები

"ახლა მაინც გაიგე რამე, დიმა, შე სირ***?!" - გამსახურდია "ღორი რუსების" შესახებ ობოლაძის განცხადებას პასუხობს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს