გვანცა დარასელია: ''ადრე მაგიდაზეც ავსულვარ საცეკვაოდ, მაგრამ ახლა აღარ ავალ...''

გვანცა დარასელია: ''ადრე მაგიდაზეც ავსულვარ საცეკვაოდ, მაგრამ ახლა აღარ ავალ...''

გვანცა დარასელიასთან პირველი ინტერვიუ სწორედ ჩვენს ჟურნალში დაიბეჭდა, ''მის საქართველოს''კიდევ ერთ მონაწილე თამუნა ნემსიწვერიძესთან ერთად, კონკურსის დასრულების შემდეგ ჩავწერეთ, მას მერე გვანცამ თავისი პოპულარობა ასმაგად გაიმყარა და ახლა ''რუსთავი 2''-ის ერთ-ერთი სახეა.

ამბობს, რომ ყოველთვის უნდოდა, ხალხისთვის ცნობილი საქმიდან გამომდინარე გამხდარიყო, ეს საქმე კი ჟურნალისტიკაა. გარეგნობაზე აქცენტის გაკეთება კი არასდროს უყვარდა და ამიტომაც არ გაჰყვა მოდელის პროფესიას.

პოპულარობის დადებით და უარყოფით ეფექტებზე საინტერესოდ გვესაუბრა.

- მახსოვს ჩვენი პირველი ინტერვიუ, 2007 წელს. მას მერე ძალიან პოპულარული გახდი. თუ ფიქრობდი მაშინ, რომ ასეთ წარმატებას მიაღწევდი?

- არა. შეიძლება, არავინ დაიჯეროს, მაგრამ მაშინ ამაზე არ მიფიქრია. ''მის საქართველოზე''დედის სურვილით მივედი. 17 წლის ვიყავი, ძალიან პატარა გოგო და არც არაფერზე ვფიქრობდი. არ ვიცოდი, რა მინდოდა. ამ კონკურსამდე, როგორც ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი, ვმონაწილეობდი ინგა გრიგოლიას გადაცემაში, სადაც სილამაზის კონკურსებზე დისკუსია გაიმართა. მახსოვს, თეონა თავართქილაძემ გამომარჩია სხვებს შორის და თქვა, რომ ასეთი გოგონები უნდა მიდიოდნენ სილამაზის კონკურსებზე. ეტყობა, დედის სურვილთან ერთად, ესეც აღმოჩნდა ერთგვარი სტიმული, რომ ''მის საქართველოზე''მივსულიყავი. თეონასთან ერთად, სხვა, ჩემთვის უცნობმა ადამიანებმაც მირჩიეს ამ კონკურსზე გასვლა.

გააზრებული ნამდვილად არ მქონია, რომ ამ კონკურსით პოპულარული გავხდებოდი. თანაც, ცოტა პროტესტის გრძნობაც მქონდა. მინდოდა, წარმატებისთვის ჩემი პროფესიით მიმეღწია, ''ნატალიში''კი ვირიცხებოდი მოდელად, მაგრამ ამ მხრივ ჩემი კარიერა არ განმივითარებია. ბევრჯერ შევჯახებივარ ცხოვრებაში დამოკიდებულებას - კონკურსიდან მოსული გოგო რას გააკეთებსო. კონკურსის შემდეგ, როგორც ''მის ინტელექტი'', ერთ-ერთ სერიოზულ კომპანიაში მიმიწვიეს სტაჟირებაზე. იქ ძალიან ბევრი ვიშრომე, რომ რაღაცები დამემტკიცებინა და დავამტკიცე, რადგან სტაჟირება გამიხანგრძლივეს. ამან თავდაჯერება შემმატა.

პატარა რომ ვიყავი, თავს ლამაზად არ მივიჩნევდი. ვერ ვიტყვი, რომ ბავშვობაში გამორჩეული გახლდით. რომ წამოვიზარდე და თაყვანისმცემლები გამიჩნდნენ, თანდათან მერე გავაცნობიერე, რომ რაღაცაში იყო საქმე.

გარეგნობა არასდროს არაფერში გამომიყენებია. ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, როგორ გავხდებოდი ცნობილი. ბევრი ცნობილი სახე პოპულარული ხალხის ლანძღვით გახდა, მაგრამ ეს დროებითია. მინდოდა სტაბილური პოპულარობა და სუფთა რეპუტაცია. გულწრფელად რომ გითხრა, ჩემს მთავარ მიღწევად მივიჩნევ იმას, რომ პოპულარობას არ შევუცვლივარ. არ შემიცვლია სამეგობრო წრე, არც ზოგადად ჩემი ცხოვრება. ესაა მთავარი და არა ის, რამდენი დღე ვჩანვარ ტელევიზიით.

- რა ისწავლე პოპულარობის შედეგად?

- ადრე გამოცდილების შესაძენად ბევრ რამეზე ვთანხმდებოდი, ვისწავლე საკუთარი თავის ფასი. შესაძლოა, ვიღაცამ ამის გამო იფიქროს, რომ თავში აგივარდა, მაგრამ საქართველოში ასეა - საკუთარი თავი შენ უნდა დააფასო, პირველ რიგში. საქველმოქმედო პროექტებზე უარს არ ვამბობ, მაგრამ ზოგადად, ვცდილობ, ჩემი ნიშა მქონდეს.

- ფულს შოულობ შენი პოპულარობით?

- ვერ დავიწუწუნებ. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი შრომა განსხვავდება ბანკის თანამშრომლის საქმიანობისგან ინტელექტუალური თუ სხვა რესურსით. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ტელესახეს უფრო მეტი ეკუთვნის, მაგრამ ვისთან დავიწუწუნო? იმ ადამიანთან, რომელიც გადაცემის შემდეგ, მე რომ ვდგები, მაგიდას წმენდს? საქართველოში ამაზე ლაპარაკი ძალიან უხერხულია. ლოს-ანჯელესში რომ ვცხოვრობდე, შესაძლოა, ძალიან მეწუწუნა.

არ მიყვარს, როცა მეკითხებიან, რამდენი მაქვს ხელფასი, რადგან ვიღაცისთვის შეიძლება, ბევრია, ვიღაცისთვის - ძალიან ცოტა. რასაკვირველია, ოჯახი ჩემს ხარჯზე რომ არსებობდეს, არ მეყოფოდა, მაგრამ ღმერთის მადლობელი ვარ, რომ ასე არ არის. ისიც ვიცი, რომ სხვა ჩემს კოლეგას, ''რუსთავი 2''-ზე არ ვამბობ, მის გარეთ, ჩემზე მეტი ხელფასი აქვს, მაგრამ როცა საქმე გიყვარს, ბევრ რამეზე ხუჭავ თვალს. თუმცა კიდევ ვამბობ, საწუწუნო არაფერი მაქვს. სხვას ვერაფერს გავაკეთებ, შესაძლოა, ბევრად მეტი შემომთავაზონ სხვა საქმიანობაში, მაგრამ არა მგონია, დავთანხმდე.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება