ქართველი კაცები, რომელთა ცხოვრება საყვარელმა ქალებმა "გაქაჩეს"

ქართველი კაცები, რომელთა ცხოვრება საყვარელმა ქალებმა "გაქაჩეს"

გოგონები ხშირად თხოვდებიან წარმატებულ და შეძლებულ ბიჭებზე, რის გამოც მათ მკაცრად აკრიტიკებენ, მაგრამ ამ მხრივ არც ბიჭები არიან გამონაკლისი... უცნაური ამაში არაფერია, წარმატებული და მდიდარი ადამიანი ხშირად ანებივრებს საყვარელ ადამიანს ძვირადღირებული საჩუქრებით და კარიერის აწყობაშიც ეხმარება. Ambebi.ge იმ ქართველ მამაკაცებს წარმოგიდგენთ, ვისი ცხოვრებაც საყვარელმა ქალმა რადიკალურად შეცვალა. აღსანიშნავია, რომ ასეთი ურთიერთობების უმტესობა უკვე დანგრეულია.

გურამ ბაბლიშვილი

გურამ ბაბლიშვილი რუსულ შოუ-ბიზნესში უკვე კარგად არის ცნობილი. ეს კი მისი მეუღლის, ტელეწამყვან ანფისა ჩეხოვას დამსახურებაა. სანამ მსახიობი სკანდალურ ვარსკვლავზე იქორწინებდა, მის შესახებ საქართველოშიც არაფერი ვიცოდით. გურამმა და ანფისამ ერთმანეთი ფილმის გადაღების დროს გაიცნეს. როგორც ბაბლიშვილი იხსენებს, ერთხელ ანფისას სახლში გაუარა, ძალიან მშიერი იყო, ტელეწამყვანმა კი მას წვნიანი მოუმზადა, რომელიც ძალიან მოეწონა და იმ დღიდან გრძნობები გაუჩნდა ანფისას მიმართ. შემდეგ წყვილმა იქორწინა, საქართველოშიც იმყოფებოდნენ, ვაჟი სოლომონიც შეეძინათ. გურამის ცხოვრება ანფისასთან ურთიერთობის შემდეგ ძალიან შეიცვალა, ის მუდმივად ექცევა ყურადღების ცენტრში, ისვენებს მსოფლიოს საუკეთესო კურორტებზე. ცოტა ხნის წინ კი ფეშენებელური სახლი შეიძინეს მოსკოვის ცენტრში. როგორც ანფისა აცხადებს, სახლი დედაქალაქის ცენტრში გურამის კარიერის გამო შეიძინა. თუმცა რატომ არის მნიშვნელოვანი გურამისთვის მოსკოვის ცენტრში ცხოვრება, უცნობია.

ბექა ჩხაიძე

ანსამბლ "ალილოს" წევრი ბექა ჩხაიძე ბევრ გოგონას მოსწონს, მაგრამ თავად რატომღაც მხოლოდ წარმატებულ ან შეძლებული ოჯახის შვილებს ეტრფის. ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ქალიშვილის, ნათიას მოტაცების გამო ბექა დაპატიმრებულიც იყო. მათ ერთმანეთი ბავშვობაში, ოზურგეთში გაიცნეს, შემდეგ ორივემ ცალ-ცალკე შექმნა ოჯახი, მაგრამ ეს ქორწინებები დაინგრა. ბექამ და ნათიამ გაპარვა გადაწყვიტეს, ისინი ტაქსით ცაგერში გაიპარნენ. მეორე დღეს კი პოლიციამ ბექა დააკავა, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით, ნათია კი საცხოვრებლად საზღვარგარეთ გაუშვეს.

ბექა ჩხაიძის დიდი სიყვარული იყო მოდელი და ტელეწამყვანი ეკო ფანგანი. ეკო ანსამბლ "ალილოს" პროდუსერიც გახლდათ, ამბობდნენ, რომ ის მუდამ ანებივრებდა ბექას სიურპრიზებით, ხელს უწყობდა, კარგად აწყობილიყო მისი კარიერა, მუდამ მის გვერდით იდგა, მაგრამ მოულოდნელად დაშორდნენ. ამბობენ, რომ დაშორების გადაწყვეტილება ეკომ მიიღო, თუმცა ხმამაღლა ამ დეტალებზე არცერთი საუბრობს.

გიგა კვენეტაძე

წლების წინ მომღერალ კვენეტაძეს ძალიან გაუმართლა. მის ცხოვრებაში გამოჩნდა ქალი, რომელმაც მისი კარიერა და სამომავლო გეგმები მნიშვნელოვნად შეცვალა. პროდუსერ ნინო წიკლაურთან გიგას 6 წლიანი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირდებდა, რომელიც ქორწინებით დასრულდა. გიგას და ნინოს შორის მნიშვნელოვანი ასაკობრივი სხვაობაა, ნინო მასზე რამდენიმე წლით უფროსი გახლდათ. მაგრამ ამას მათი სიყვარულისთვის ხელი არ შეუშლია. ნინოს დახმარებით გიგამ საკუთარი კარიერა მოსკოვში გააგრძელა, სადაც ნინოს მანამდეც კარგად იცნობდნენ. გიგა მუსიკას წერდა სხვადასხვა შემსრულებლებისთვის, ნინო კი ტექსტებს, რუსულმა შოუ-ბიზნესმა წიკლაურის ქართველი ქმარი კარგად მიიღო. მაგრამ სწორედ მაშინ, როცა გიგას კარიერა რუსეთში აღმავლობის გზაზე დადგა, ნინოს გაშორდა. ამბობენ, რომ წყვილს შორის პრობლემები რუსეთში წასვლის შემდეგ დაიწყო, რასაც კვენეტაძის მეუღლე მტკივნეულად განიცდიდა, მაგრამ საბოლოოდ ნინომ მასთან დაშორების გადაწყვეტილება მიიღო. გიგა მოსკოვში დარჩა სამუშაოდ, მაგრამ მისი კარიერა წინ არ წაწეულა. ნინო კი ერთ-ერთი ნავთობკომპანიის დირექტორზე გათხოვდა.

გიორგი ნაზღაიძე

გიორგი ნაზღაიძის გარშემო უამრავი ჭორ-მართალი დადის. ამბობენ, რომ მას ბევრი ფული იმიტომ აქვს, რომ ყოველთვის მდიდარი შეყვარებული ჰყავსო. იმასაც ამბობენ, რომ ერთ-ერთი მინისტრის ცოლს უყვარდა, რომელიც ნაზღაიძეს შეხვედრას ევროპაში უნიშნავდაო. ერთი წლის წინ ცნობილი გახდა, რომ ის ამერიკაში მცხოვრებ მარიამ ქინქლაძეზე იყო შეყვარებული, რომელიც ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელია. გიორგი და მარიამი თავდაპირველად ფრანგულ რესტორანში შეხვდნენ ერთმანეთს. სახლში დაბრუნებულმა მიწერა - "მე შენ მიყვარხარ", შეხვედრა ისევ ფრანგულ რესტორანში დაუთქვა, სადაც 3 საათის დაგვიანებით მივიდა, ზღაპრების წიგნი აჩუქა, რომელშიც ბეჭედი იდო. მარიამი და გიორგი დასასვენებლად მალდივებზე იმყოფებოდნენ. შემდეგ დუბაიში. მოგზაურობდნენ მსოფლიოს გარშემო, ნაზღაიძე ამერიკაში აპირებდა სამუდამოდ წასვლას, მაგრამ მოულოდნელად დაშორდნენ.

თეონა დვალი, Ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება