ჰოლივუდის 3 სასურველი სასიძო და მათი ქონება

ჰოლივუდის 3 სასურველი სასიძო და მათი ქონება

ეს ვარსკვლავები ქალებს მხოლოდ სამსახიობო ოსტატობით არ ხიბლავენ, მათ ყველაფერი აქვთ, რაც გოგონებს მამაკაცში მოსწონთ: გავლენა, პოპულარობა, ნიჭი, სექსუალურობა, მიმზიდველობა, ფული. ქალბატონებო, ეს მამაკაცები დღემდე უცოლოები არიან:

1. ლეონარდო დიკაპრიო: სასურველი სასიძოების რეიტინგში ლეონარდო დიკაპრიო ლიდერობს. მას ხიბლს ისიც მატებს, რომ დაქორწინებული არასდროს ყოფილა. ვარსკვლავი, რომელმაც გულშემატკივრებს არაერთი საინტერესო ფილმი და კინოროლი შესთავაზა, შესაშური გარეგნობითაც გამოირჩევა.

მართალია მისი ყოფილი საყვარლების სია მოდელებისგან და სუპერმოდელებისგან შედგება, მაგრამ ჯერჯერობით ცოლის მოყვანას არ აპირებს. ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ პატიოსან გოგონას ეძებს და მხოლოდ ასეთ ქალს მოიყვანს ცოლად. აფასებს გოგონებს, რომელთაც კარგი იუმორის გრძნობა აქვთ. თუ მისი საყვარლების სიას გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ ამ კაცს მხოლოდ გარეგნული მონაცემებით ვერ მოხიბლავთ.

რაც შეეხება მის შემოსავალს - არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ დიკაპრიოს ყოველთვის ისეთ სცენარებს სთავაზობენ, რომელიც კოლოსალურად მაღალშემოსავლიანია. 2011 წელს ჟურნალ Forbes-ის ყოველწლიურ რეიტინგში, ლეონარდო ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების სიას ლიდერობდა, მაშინ მისი მოგება 77 მილიონ დოლარს შეადგენდა. bornrich.com-ის ინფორმაციით, ლეონარდო 4 მდიდრულ სახლსა და მამულს ფლობს. ერთ-ერთი გამორჩეულია მალიბუში მდებარე აგარაკი, რომელსაც ყოველთვიურად 150 000 დოლარად აქირავებს. აგარაკი დიკაპრიომ 2002 წელს 6 მილიონ დოლარად შეიძინა. მის ავტომობილებს შორის გამორჩეულია Toyota Prius.

ცნობილია, რომ დიკაპრიოს იახტით სეირნობა უყვარს და კანის კინოფესტივალის დროს იახტაზე გრანდიოზულ წვეულებებს აწყობს; ფოტოგრაფებს იახტაზე არაერთი ლამაზმანი გამოუჭერიათ, მათ შორის სუპერმოდელი ნაომი კემპბელიც. დიკაპრიო ცნობილ ბრენდებს ანიჭებს უპირატესობას, უყვარს ცხოველები და ბევრჯერ გადარიცხა თანხა სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციაში

2. ბრედლი კუპერი: 39 წლის ბრედლი კუპერმა დედის თხოვნის მიუხედავად, რომ ცოლი მოიყვანოს და შვილიშვილები აჩუქოს, მეორედ დაქორწინება დღემდე ვერ გადაწყვიტა. ის მხოლოდ ერთხელ იყო დაქორწინებული და უიღბლო ურთიერთობამ მხოლოდ 1 წელს გასტანა.

კუპერი ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს და ამაყობს, რომ 29 წლის შემდეგ აღარ დაულევია. მარტო შარშან, საკუთარ ბიუჯეტს 46 მილიონი დოლარი შემატა. ჟურნალმა People 2011 წელს ბრედლი ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დაასახელა. ბრედლი ვენეციაში მდიდრულ სახლს ფლობს. ბაზარზე სახლის ღირებულება 1 მილიონი დოლარია. არანაკლებ თვალისმომჭრელია ლოს-ანჯელესში მდებარე აგარაკი. სახლი 4 მილიონ დოლარად შეიძინა. ბრედლი 5 ავტომობილს ფლობს და მოტოციკლეტების კოლექციასაც აგროვებს. დასვენებას მალიბუში ანიჭებს უპირატესობას.

3. ჯო მანგანელო: 37 წლის ჯო მანგანელო ქალებმა ყველაზე სექსუალურ მარტოხელა მამაკაცად დაასახელეს. მას პარტნიორი არ ჰყავს, სრულიად თავისუფალია და თავის ერთადერთ ქალს ეძებს. მისი გარეგნობით თუ ვიმსჯელებთ, სასურველი პარტნიორის შერჩევისას ხანგრძლივი კასტინგია მოსალოდნელი. მსახიობი, რომელსაც მამის მხრიდან იტალიური ფესვები აქვს, ამბობს, რომ ქალებს სწორედ იმ ტემპერამენტისა და სექსუალურობის გამო მოსწონთ, რაც იტალიელ კაცებს ახასიათებთ.

ლოს-ანჯელესში მდებარე მისი ბინა 1,806,000 დოლარადაა შეფასებული. ჯო 14-მდე ფილმში გადაიღეს და არაერთი პოპულარული ტელესერიალის ეპიზოდში გამოჩნდა. ფილმებიდან მიღებული მოგება საშუალებას აძლევს, ფუფუნებაში იცხოვროს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება