იჩხუბეს თუ არა რატი დურგლიშვილმა და მაკა ზამბახიძემ - დუეტი "ჯორჯია" შემოქმედებით პაუზას იღებს

იჩხუბეს თუ არა რატი დურგლიშვილმა და მაკა ზამბახიძემ - დუეტი "ჯორჯია" შემოქმედებით პაუზას იღებს

2008 წელს იურმალის კონკურსზე - "ახალი ტალღა" გამარჯვებული დუეტი "ჯორჯია" გახდა. ჯგუფმა იქ უამრავი საინტერესო წინადადება მიიღო, მაგრამ 2008 წლის ომმა ამ ყველაფერს ხელი შეუშალა... ამიტომ, რატი დურგლიშვილი და მაკა ზამბახიძე ამ მიმართულებით ვერ განვითარდნენ. სამაგიეროდ, მათ აქტიური შემოქმედებითი საქმიანობა საქართველოში გააჩაღეს.

წელს ნუცა ბუზალაძის გამარჯვებამ ყველას 6 წლის წინანდელი "ჯორჯიას" გამარჯვება გაახსენა. თუმცა ცოტა ხნის წინ დუეტის შესახებ ხმა გავრცელდა, - დაიშალაო.

Ambebi.ge რატის და მაკას დაუკავშირდა და არა მარტო ამ თემაზე, უმცროს კოლეგა, ნუცა ბუზალაძეზეც გაესაუბრა, რომელმაც, რამდენიმე დღის წინ საოცარ წარმატებას მიაღწია.

მაკა ზამბახიძე:

- ამ კონკურსზე გულშემატკივრის როლშიც სასიამოვნო ყოფილა ყოფნა. ნუცას გამოსვლას ყველანაირად დაადებითად შევაფასებ და საამაყოა ხოლმე, როდესაც საქართველო ასე წარდგება საზღვრებს გარეთ.

- როგორ "ახალი ტალღა 2008-"ის გამარჯვებულმა დუეტმა ბევრი წინადადება მიიღეთ, მაგრამ იმის გამო, რომ რამდენიმე დღეში საქართველოში ომი დაიწყო, გასაქანი ვეღარ მოგეცათ. აღნიშნული კონკურსიდან გამომდინარე, ნუცას რომ მიეცეს უცხოეთში კარიერის გაგრძელების საშუალება, ამაზე რას იტყვი?

- კარგი იქნება, გაჩნია იქ რა კონტაქტები დაამყარა და ვის როგორ მოაწონა თავი. ცუდი ნამდვილად არ იქნება, თუ ყველაფერი კარგად გაგრძელდება...

- მაკა, ხმა გავრცელდა, თითქოს დუეტი "ჯორჯია" დაიშალა, რომ შენ და რატის რაღაც უთანხმოება მოგივიდათ, იჩხუბეთ...

- არა, რა ვიჩხუბეთ, ეს გამორიცხულია... ისე, ამ საკითხზე რატის რომ დაელაპარაკოთ, ჯობია.

რატის მართლაც დავუკავშირდით:

- ახლა ალბომზე მუშაობით ვარ დაკავებული და გატაცებული. ეს არის ის, რაზეც ბავშვობიდან მიოცნებია. ცოტა ხანში მექნება ჩემი საკუთარი სიმღერების ალბომი. ეს საქმე ბოლოში მიმყავს. ამიტომ დუეტმა შემოქმედებითი პაუზა ავიღეთ. შემდეგ რა იქნება, ამ კითხვისთვის ჯერ მზად არ ვარ. დიდი შანსია, რომ ჩემი ალბომი გასაყიდად საზღვარგარეთ მოხვდეს.

- ალბომი შენი საკუთარი სიმღერებით კეთდება?

- კი, მასში ჩემი სიმღერები იქნება, რომელთაც მევე ვასრულებ. ვარ ავტორ-შემსრულებელი. ამისკენ დიდი ხანია მოვდიოდი. სულ ხელი მეშლებოდა, კარგა ხანს ვერ ვაკეთებდი. მოკლედ, ახლა თავი ყველაფერს მოვუყარე. 14 სიმღერა მაქვს, მაგრამ ალბაომში 9 შევა. ჩემი ორი ნამუშევარი უკვე საზღვარგარეთ გაიყიდა. 7 სიმღერა კი დასრულებულია. ვმუშაობ "სანოსტუდიაშიც" და ჩემთან, სახლშიც, საკუთარი სტუდია მაქვს. სწრაფი ტემპით მივდივარ. ამ ნამუშევრებში რაღაც საკუთარი სტილი მაქვს.

- რა ჟანრია?

- პოპროკია, მაგრამ ალბომში შესასვლელად გამზადებული ცხრავე ნამუშევარი ერთმანეთისგან განსხვავდება. მალე ერთი ვიდეორგოლიც გამოვა, საუნდტრეკი გაკეთდა. მხოლოდ მუსიკალური ნაწარმოებია და იმდენად ძლიერია, რომ დღეს მამაჩემმა რომ მოისმინა, მითხრა, - ვამაყობ შენითო. პირველად შემაქო. ისეთი ბედნიერი ვარ, ვერ წარმოიდგენთ. საკუთარ შემოქმედებაზე რომ ასე გეტყვიან, ძალიან მაგარია. ჩემი ნამუშევრები საკუთარი შვილებივით არის... ჰო, მეორე ვიდეორგოლზეც ვმუშაობ... ქართულ საკრავების გამოყენებით იქნება კომპოზიცია გაკეთებული.

- როდისთვის გინდა, რომ ალბომი დაასრულო?

- ალბომის ყდა დასაბეჭდად უკვე ჩაშვებულია. განსხვავებული ალბომი იქნება და ასეთი არავის ექნება. მოკლედ, ამ პროექტის დასასრულებლად სამი თვე დამჭირდება.

- დუეტ "ჯორჯიას", ანუ შენ და მაკას განხეთქილება, დაპირისპირება არ მოგსვლიათ?

- არა, რას ამბობთ? ასეთი რაღაცებისთვის უკვე გავიზარდეთ, პატარები აღარ ვართ. უბრალოდ, ამ ეტაპზე ასე გადავწყვიტე, რომ შემოქმედებითი პაუზა ამეღო. თან, რაღაც ხომ უნდა შეიცვალოს?

- ამ შემოქმედებითი პაუზის დროს თქვენს დუეტს ვინმემ რაიმე სიმღერის ჩაწერა რომ შემოგთავაზოთ, რას იზამთ?

- ჩავწერთ, რა პრობლემაა. უარს არ ვიტყვით. უცხეთში სულ მიწევს სიარული, ეს ვიზიტები ჩემი სიმღერების გაყიდვას უკავშირდება, მაგრამ ისე არ არის, რომ ავდგე და სულ წავიდე, სადღაც სხვაგან დავმკვიდრდე. ეს რთული ამბავია. ისე, რაიმე სერიოზული შემოთავაზება თუ იქნება, მაგაზე დაფიქრება კი ღირს.

- რატი, დუეტი "ჯორჯიას" შემდეგ "ახალი ტალღის" კონკურსზე პირველი ადგილი ნუცა ბუზალაძემ დაიკავა... რას გვეტყვი ამაზე?

- ნუციკოთი აღფრთოვანებული დავრჩი. ასეთი თვითდაჯერებული ადამიანი იშვიათად მინახავს. პირველი სიმღერის შემდეგ მივხვდი, რომ პირველი ადგილით დაბრუნდებოდა. საოცრად ნიჭიერი მოზარდი გვყავს. მიხარია, რომ ასეთი ახალგაზრდობა მოდის. მან აჩვენა, რომ ღირს ბრძოლა და ღირს სიმღერის სიყვარული. სავსე ვარ დადებითი ემოციებით. წარმატებას ვუსურვებ. ნებისმიერი ადამინის წარმატება მიხარია, მით უმეტეს ქართველის. ამასთან, ისიც მიხარია, რომ ჩემი ახლობლის, ნათესავის დაწერილმა სიმღერამ ასეთი წარმატება მოუტანა. მაიკო კაჭკაჭიშვილის გარეშე შეიძლება ითქვას, რომ იურმალის კონკურსი არ არსებობს. ნებისმიერი ქართველი მომღერლის მუსიკალურ ნომერში რაღაც წვლილი შეაქვს ხოლმე. ან მისი მუსიკაა, ან ბექვოკალში აქვს ნამღერი. ყველას გვერდში გვიდგას. გუშინ ვეუბნებოდი, - იურმალის სცენაზე ნამღერი გაქვს-მეთქი. ისიც ფაქტია, რომ ნუცას სიმღერა ძალიან კარგი იყო.

- იურმალაზე გამარჯვება კარგია, მაგრამ შემდგომ თუ არ განვითარდა მომღერალი, არ იმუშავა, ეს გამარჯვება არაფერს ნიშნავს...

- "ახალი ტალღა" მომღერლისთვის დიდი სკოლაა. როგორც ბავშვი ამთავრებს სკოლას და მერე გამოცდებს უმაღლეს სასწავლებელში აბარებს, ასე ჩავაბარეთ ჩვენც ჟიურის წინაშე გამოცდები, მაგრამ მერე უნდა გაგრძელდეს სწავლა, გამოცდილების მიღება, რისთვისაც მომღერალი არ უნდა გაჩერდეს. იურმალა პოპულარიზაციაში გეხმარება, იქ ბევრი პროფესიონალი ადამიანი მუშაობს და მათი რჩევის გათვალისწინება და ათვისება გიწევს. "ახალი ტალღით" ვარსკვლავი არავინ გამხდარა, თუ თავად მომღერალმა არ განავითარა თავისი შემოქმედება.

უმცროსი, ნიჭიერი კოლეგები, დამწყები ახალგაზრდები მეკითხებიან, - რა ვქნათ, ჩავერთოთ ამა თუ იმ კონკურსშიო? ყოველთვის დადებით რჩევას ვაძლევ. სანამ იქ საბუთებს შეიტან, მინიმუმ ორი სიმღერა მაინც უნდა გქონდეს მზად. რათა შემდეგ გამოცდა ჩაბარო "უნივერსიტეტში," რადგანაც კონკურსს მორჩები, ხალხმა დაგინახოს და საკუთარი თავის რეალიზება მოახდინო. თუმცა არიან ვარსკვლავები, რომლებიც კონკურსში არც ჩართულან არასდროს და ისე გამხდარან ვარსკვლავები. არიან ისეთები, რომლებიც კონკურსში ვერ გაიმარჯვებენ... მოკლედ, მუშაობაა საჭირო, არ უნდა გაჩერდე...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება