ყირიმში დარჩენილი უკრაინელი სამხედროები რუსეთმა "სამშობლოს ღალატისკენ მიდრეკილებად" აღიარა

ყირიმში დარჩენილი უკრაინელი სამხედროები რუსეთმა "სამშობლოს ღალატისკენ მიდრეკილებად" აღიარა

უკრაინული ნაწილების სამხედროები, რომლებიც ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთის სამსახურში აღმოჩნდნენ, რუსეთმა "სამშობლოს ღალატისკენ მიდრეკილებად" აღიარა.

როგორც "უკრაინსკაია პრავდა" აღნიშნავს, ამის შესახებ ბრიფინგზე ნაციონალური უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სპიკერმა, ანდრეი ლისენკომ განაცხადა.

"ყოფილმა უკრაინელმა სამხედროებმა, რომლებიც ყირიმის ტერიტორიაზე დარჩნენ, ცოტა ხნის წინ ჩატარებული ატესტაციით, პირად საქმეებში მიიღეს ჩანაწერი "მიდრეკილია სამშობლოს ღალატისკენ" - განაცხადა ლისენკომ.

მისი თქმით, ყველა სამხედროს, რომელიც უკრაინის სამსახურში იყო, ახლიდან უნდა გაევლო ატესტაცია.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა