კეიტი პერი ბაშვის გაჩენას მამაკაცის გარეშე აპირებს

კეიტი პერი ბაშვის გაჩენას მამაკაცის გარეშე აპირებს

ჟურნალ ”როლინგ სტოუნის” ახალი გამოცემის გარეკანი და მთავარი ისტორია კეიტი პერის დაეთმო. მომღერალს არაფერი სკანდალური არ უთქვამს ინტერვიუში, მაგრამ აღნიშნა, რომ მომავალში აუცილებლად აპირებს ბავშვის გაჩენას.

”ბავშვი მინდა საჭირო დროს გავაჩინო, - განაცხადა პერიმ ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში, - მაგრამ უახლოესი ორი წლის განმავლობაში ეს არ მოხდება. შეიძლება ხუთ წელიწადში, მაშინ, როდესაც შემეძლება საკუთარი ყურადღების 100 პროცენტი მხოლოდ ბავშვის აღზრდას დავუთმო. ნამდვილად არ მინდა შვილი მუსიკალურ ტურნეებში დამყავდეს”.

 

როდესაც კეიტი პერი საბოლოოდ მომწიფდება შვილის ყოლისთვის, მას ამისთვის მამაკაცი არ დასჭირდება. ”მამაკაცი არაფერში მჭირდება, შეხედეთ ნილ პატრიკ ჰარისს და დევიდ ბურტკას, მათი ტყუპები მშვენიერი ბავშვები არიან. 2014 წელია! ჩვენ მომავლის სამყაროში ვცხოვრობთ, მამაკაცი საჭირო არ არის ბავშვის ყოლისთვის. არ ვიცი დანამდვილებით, რა როგორ იქნება, ვნახოთ. მამაკაცების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით, ძალიან მიყვარს მამრობითი სქესი. მაგრამ თუ არ გაქვს სურვილი მამაკაცთან ერთად ბავშვის გაჩენის და გაზრდის, ამისთვის უკვე ყველანაირი საშუალება არსებობს”.

მომზადებულია cosmopolitan.com-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება