რატომ გაყიდა ლევან ჩიჩუამ შეყვარებულის გამო ყველაფერი

რატომ გაყიდა ლევან ჩიჩუამ შეყვარებულის გამო ყველაფერი

ლევან ჩიჩუა მომღერალი, პროდიუსერი, ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მეორეადგილოსანი გახლავთ და ერთადერთი ამ კონკურსის მონაწილეებს შორის, რომელმაც მეწყვილეს შრომა დაუფასა, მან მზია ორველაშვილს მანქანა შეუძინა და სიურპრიზად შედეგების გამოცხადებამდე მიართვა. თავად მეორე ადგილს დასჯერდა და პრიზად ასევე მანქანა მიიღო, რომელიც მამას გადაულოცა.

''ცეკვების'' დამღლელი ორთვიანი პერიოდის შემდეგ მან თურქეთში დაისვენა, ძმასა და ახალშეძენილ მეგობართან, მოცეკვავე ვიქტორ ბურჭულაძესთან ერთად.

- გილოცავ მეორე ადგილს, თუმცა ბევრს ეგონა, პირველ პოზიციას დაიკავებდი.

- არ ვიცი, სიმართლე გითხრა, არაფერს არ ვფიქრობდი, ან პირველზე გავიდოდი, ან - მეორეზე. ბუნებრივია, პირველი ადგილი ყველას უნდოდა, მაგრამ იმ მომენტში ვფიქრობდი, როგორ შევასრულებდი ცეკვას. მუსიკაც არ იყო პასოდობლეს სტილში, არც ჩაცმულობა. უფრო მეტი მინდოდა, მაგრამ მგონი, ცუდი არ გამოვიდა. პროექტით, მასში მონაწილეობით ძალიან კმაყოფილი ვარ, მაგრამ საკუთარი თავით ყოველთვის უკმაყოფილო ვარ.

- რა გიშლიდა ხელს? თავიდანვე ფავორიტად მოგიაზრებდნენ, მერე გაკრიტიკებდნენ კიდეც.

- ალბათ, ისე ვერ ვცეკვავდი, რომ ფავორიტობა შემენარჩუნებინა. მერე რომ ვნახულობდი ცეკვებს, იყო ეპიზოდები, რომლებიც მომეწონა და ასევე იყო ცეკვები, რომლებიც ნაკლებად მომეწონა. ამ პროექტმა ბევრი რამ მასწავლა...

- კილოგრამებიც მოგაკლო.

- ადრინდელი წონა მაქვს, მაგრამ ტანზე მეტყობა, რომ დავიკელი. ცეკვა უფრო კარგად ვისწავლე, ადრე მხოლოდ მოყვარულის დონეზე ვცეკვავდი ჩემთვის, სტუდიაში არასდროს მივლია. ამ პროექტით ხალხმა გამიცნო, ზოგმა გამიხსენა, რაც ჩემი საქმიანობისთვის ძალიან კარგია.

- თაყვანისმცემლებიც მოგიმრავლდებოდნენ.

- მწერდნენ, რომ მგულშემატკივრობდნენ, ვუყვარვარ, რაც ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება