რატომ არ იზრდის მკერდს მაკა შალიკაშვილი

რატომ არ იზრდის მკერდს მაკა შალიკაშვილი

გადაცემა ''1002 ღამის'' წამყვან მაკა შალიკაშვილს საზაფხულო თემაზე ვესაუბრეთ. მართალია, ჩვენს რესპონდენტს ზღვა არ უყვარს, მაგრამ შვილის – თინანოს, გამო აგვისტოში მაინც ბათუმში აპირებს წასვლას.

- მაკა, თბილისში ხარ, მაგრამ ძალიან კარგი ნამზეური გაქვს და კარგად გამოიყურები...

- თუ კარგად გამოვიყურები, ეს გენეტიკის დამსახურებაა. ვაღიარებ, რომ წელს პირველად შემეშინდა ასაკის და გადავწყვიტე, დავიწყო ვარჯიში. ამ ეტაპზე მზეზე წოლას ვარჩევ, შემდეგში კი ფიზიკურ დატვირთვაზე გადავალ, ვიმედოვნებ, სხეულის მოვლის კულტურა დაინერგება ჩემში. აუზზე დავდივარ, თან ვერთობი და თან ვირუჯები, ისედაც მუქი ფერის კანი მაქვს და ადვილად ვიღებ ნამზეურს, სულ რაღაც 3-4 დღეში შემიძლია, ასეთი ფერი გავხდე.

- გარუჯვის შენეული ხერხები გაქვს?

- არა, არაფერს ვისვამ, კარგად გასარუჯად წყალი და მზეც საკმარისია ჩემთვის. შესაბამისად, არასდროს დავმწვარვარ, პლაჟზე არ დამძინებია და ა.შ. საერთოდ, მზე ძალიან მიყვარს, არ მაწუხებს მზის ქვეშ ყოფნა, მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ მე და მზეს დიდი სიყვარული გვაქვს.

- კანს თუ უვლი განსაკუთრებულად?

- პრობლემური კანი არ მაქვს, ალბათ ამიტომ კოსმეტოლოგთან არ ვყოფილვარ, ცოტა ხნის წინ მინდოდა მისვლა, მაგრამ მითხრა, ნარუჯი გადაგივაო და ამიტომ თავი შევიკავე. შევამჩნიე, რომ მიმიკური ნაოჭები გამიჩნდა და მირჩევენ, ბოტოქსი გავიკეთო, მაგრამ არ მომწონს ეს ბოტოქსი, მგონია, მერე ვეღარ დავიმორჩილებ საკუთარ ემოციას, შუბლის შეჭმუხნვა რომ დამჭირდება, ვერ შევჭმუხნი და ა.შ. არასდროს მიმიმართავს კანის გაახალგაზრდავების ამ ხერხისთვის და არც ვაპირებ, ტუჩიდანაც გელი უკან ამოვიღე, უკვე ტუჩიც ბუნებრივი მაქვს, ესეც მომწონს. მკერდსაც არ ვიზრდი, რადგან მაკმაყოფილებს ის, რაც მაქვს, მოკლედ, ბუნებრიობას ვანიჭებ უპირატესობას.

- ტუჩიდან გელი მხოლოდ იმიტომ ამოიღე, რომ აღარ გინდოდა, თუ პრობლემა შეგექმნა?

- არა, გელთან დაკავშირებული პრობლემაც იყო და ამოღება ვარჩიე.

- ზაფხულის გატარებას სად აპირებ?

- ივლისის ბოლომდე ვმუშაობ და შემდეგ წავალ ბათუმში ჩემს მეგობარ თამარ პოპიაშვილთან, ჩემს საყვარელ თინანოსთან ერთად. ბავშვს უხარია ზღვაზე ყოფნა, თორემ მე დიდ სიამოვნებას ვერ ვიღებ. ხომ იცი, არიან ტიპები, რომლებიც თუ ზღვაზე არ მიდიან, იმ ზაფხულს ზაფხულად არ მიიჩნევენ, არადა, რეალურად იქ ვერ ისვენებენ. ხან წვიმიანი ამინდებია და მერე იმ დახარჯულ ფულს მისტირიან, მაგრამ მე ასე არ ვარ... რამდენჯერაც მოდას ავყევი და ბათუმში წავედი, კმაყოფილი ვერ დავბრუნდი.

საერთოდ, ზღვა არ მიყვარს, სივრცის მეშინია და ზღვაში ვერ ვცურავ, აუზში კი ამის პრობლემა არ მაქვს. გარდა ამისა, მეშინია მიკრობების და ეს შიში იმდენად ძლიერია, რომ მართლა მემართება რაღაც დაავადებები. იმდენი ფულიც არ მაქვს, რომ წავიდე, სასტუმროში ვიცხოვრო, აუზში ვიცურაო და იმის იქით არ გავიდე. ასე თუ უნდა ვიყო, რა მნიშვნელობა აქვს, სად ვიქნები, თბილისში რომელიმე აუზზე, თუ ბათუმში?! ამ ვითარებაში აქაც მშვენივრად ვგრძნობ თავს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება