რა მიაჩნია გიორგი ნაზღაიძეს გოიმობად

რა მიაჩნია გიორგი ნაზღაიძეს გოიმობად

გემომეტრის სტუმრები გიორგი ნაზღაიძე და მანიკა ასათიანი ფავორიტი სამოსის მაღაზიებსა და სილამაზის სალონების შესახებ ისაუბრებენ.

გიორგი ნაზღაიძე:

- როდესაც ქვეყნიდან გავდივარ, ძირითადად, მაშინ ვყიდულობ ყველა სეზონის სამოსს, მაგრამ თუ შემთხვევით რამეს წავაწყდი, მაშინ აქ ნაყიდი სამოსითაც ვამდიდრებ გარდერობს. უპირატესობას ვანიჭებ ''ზარას'', რადგან ძალიან კომფორტული ყოველდღიური სამოსი აქვს და ფრანგულ ბრენდ ჟულეს-ს. აქცენტი ბრენდებზე არ მაქვს გადატანილი, არ ვარ ორიენტირებული იმაზე, რომ მაინცდამაინც Made In Italy, France, U.S.A. უნდა ეწეროს ჩემს სამოსს, ეს ცოტა გოიმობაა. რაშიც თავს ვიგრძნობ კომფორტულად, მივხვდები, რომ თანხის გადახდა ღირს და მასიამოვნებს, ვყიდულობ.

- გარდა ზემოხსენებული ორი მაღაზიისა, კიდევ სად ურჩევ ჩვენს მკითხველს მისვლას, სადაც კარგი სამოსი გეგულება?

- ძალიან ბევრი მაღაზია გაიხსნა, სადაც კარგი ხარისხის ფეხსაცმლის ყიდვაა შესაძლებელი, პატენტია თუ არა, ამის ექსპერტი არ ვარ, მაგრამ მართლა ხარისხიანი რომ არის, ეს გამოვცადე, მაგალითად, ბოლოს პეკინზე შევიძინე ფეხსაცმელი, მაგრამ მაღაზიის სახელი არ მახსოვს. უცებ შევდივარ მაღაზიაში, თუ მომეწონება რამე, ვიძენ და იმ მაღაზიის სახელს საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას, მით უმეტეს, ვერც ვიმახსოვრებ. რჩევის მიცემა ამ საკითხში ცოტა ძნელია.

- როგორ ფიქრობ, საქართველოში წარმოდგენილი სამოსის, ბრენდების ფასი შეესაბამება მის ხარისხს?

- ქართველი დიზიანერების სამოსის ფასებს მე ვერ განვიხილავ, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ძალიან ძვირია, თუმცა მათთან კარგი რაღაცების ყიდვა შეიძლება. რაც შეხება შემოტანილ ბრენდებს, ვფიქრობ, ასეთი ნაწარმი იმავე ბრენდის მაღაზიაში უნდა იდოს, მაგალითად, ''ჰუგო ბოსი'' უნდა იდოს ''ჰუგო ბოსის'' მაღაზიაში და ა.შ. ფასის გადამოწმება კი ძალიან მარტივია ინტერნეტის მეშვეობით, მაგრამ მაინც მგონია, რომ საქართველოში შემოსული ძვირად ღირებული სამოსი, რომლის მაღაზიაც ოფიციალურად არაა გახსნილი ჩვენთან, კარგი ხარისხის პატენტია.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება