სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა: აშშ-ს მიმართვა დაპირისპირებულ მხარეებს

სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა: აშშ-ს მიმართვა დაპირისპირებულ მხარეებს

აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს, კონფლიქტის ზონაში,  სადაც გავრცელებული ინფორმაციით, სომეხი და აზარბაიჯანელი სამხედროები დაიღუპნენ, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაიცვან - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარი ჰარფმა განაცხადა.

"აშშ შეშფოთებულია ძალადობის ესკალაციით, რამაც 31 ივლისს მნიშვნელოვანი მსხვერპლი გამოიწვია. ჩვენ ვუთანაგრძნობთ დაღუპულთა და დაჭრილთა ოჯახებს და მოვუწოდებთ მხარეებს, მიიღონ სწრაფი ზომები, რათა შეამცირონ დაძაბულობა. ასევე, პატივი სცენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს. ძალადობა მხოლოდ გაართულებს მშვიდობიან დარეგულირებას", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარი ჰარფმა.

ხუთშაბათს, მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის მთავრობამ, კონფლიქტის ზონაში 2 სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შესახებ განაცხადა. ამავე დროს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ შეტაკებისას 9 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა.

შეგახსენებთ, ყარაბახის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის მოსახლეობამ, რომელთა უმრავლესობას ეთნიკური სომხები წარმოადგენენ, აზერბაიჯანიდან გასვლის შესახებ განაცხადეს. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კი მხარეებმა 1994 წელს დადეს.

დეპარტამენტის განცხადებას ”რია ნოვოსტი” ავრცელებს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა