გურამ ბრეგაძე: ''მსახიობებთან მეგობრობა რთულია''

გურამ ბრეგაძე: ''მსახიობებთან მეგობრობა რთულია''

გორში გიორგი ერისთავის სახელობის კომედიის ფესტივალი ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. გორის თეატრში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული თეატრები საკუთარ სპექტაკლებს წარმოადგენდნენ. კომედიის ფესტივალი 17 ივლისს დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა და გამარჯვებულები დასახელდნენ. კომედიური ჟანრის ნამუშევრებს შორის, რეჟისორ გურამ ბრეგაძის სპექტაკლი ''სამეფო ძროხა'', რომელიც მოზარდ მაყურებელთა თეატრის რეპერტუარშია, საუკეთესო რეჟისორულ ნამუშევრად დასახელდა. როგორც გურამთან შეხვედრისას შევიტყვეთ, იგივე პიესა მან რუსთავის თეატრისთვისაც დადგა...

- ახლახან რუსთავის თეატრში ''სამეფო ძროხის''სახეცვლილი ვერსია დავდგით, სახელწოდებით ''სამეფო ზღაპარი'', სექტემბრიდან რეპერტუარში იქნება. რუსთავის თეატრში ცვლილებებია, ახალი სა-მხატვრო ხელმძღვანელია ლევან სვანაძე, ხოლო დირექტორი - ლალი თაბაგარი. სიტუაცია კარგისკენ დაიძრა და ამ ადამიანებს სწორად მიჰყავთ თეატრის პოლიტიკა. მინდა, აუცილებლად აღვნიშნო, რომ ჩემი სპექტაკლების წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის სამ ადამიანს, მხატვარ ლომგულ მურუსიძეს, მუსიკალურ გამფორმებელ ზურა ინგოროყვას, ხოლო ქორეოგრაფია გია მარღანიას ეკუთვნის.

- როგორც ვიცი, ''სამეფო ძროხა''ჩვენთან პირველად დაიდგა...

- დიახ, ქართულ სცენაზე პირველად დაიდგა. რუსული პიესაა, თანამედროვე ზღაპარი თანამედროვე ბავშვებისთვის. ის დადგმულია მოსკოვის თეატრ ''ეტ სეტერაში'', დრამატურგები ცოლ-ქმარი არიან, რომლებმაც ეს პიესა გამომიგზავნეს. ეს ისეთი პიესაა, სადაც დაახლოებით იგივე სიტუაციაა, რაც ''დისნეის''მულტფილმებში. უყურებ და ბავშვზე მეტად შენ გიხარია. ძალიან მაგრად და ორი თაობის მაყურებლისთვის არის დადგმული. თავისი უხამსობებით, რომელსაც ბავშვი ვერ იგებს, მაგრამ ხვდება უფროსი.

- თანამედროვე ბავშვებისათვის ცოტა რთულია რამის დადგმა, კომპიუტერს უსხედან, მეტი იციან, მეტი სურთ და განვითარებულები არიან...

- რა თქმა უნდა, ტექნოლოგიები ცვლიან მოზარდებს, ახლახან 7 წლის ბავშვი მოვიდა ჩემთან სახლში და ''ვინდოუსი''გადამიყენა. ახალ თაობას ნახუცრიშვილის ''ნაცარქექია''რომ ანახვო, არა მგონია, დააინტერესოს და მოეწონოს. ამიტომ ვფიქრობ, საჭიროა ნაბიჯი წინ და ცვლილებები რეპერტუარში. ბავშვი სპექტაკლის სანახავად რომ მოდის, მთლად ''დისნეის''თუ ვერ ანახვებ, რაღაც ისეთი მაინც უნდა შესთავაზო, რომ მიეჯაჭვოს, არ გაგექცეს და კმაყოფილი დარჩეს, თუმცა, რასაკვირველია, ეს რთულია.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება