''ახლო მომავალში აქტუალური გახდება წვრილი ქამრები''

''ახლო მომავალში აქტუალური გახდება წვრილი ქამრები''

სალომე თოთლაძე სამხატვრო აკადემიაში მოდის დიზაინს ტყავის განხრით სწავლობს, მეოთხე კურსზეა, თუმცა კონკურს Be Next -ში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა კიდეც, პრიზად კი ლონდონის მოდის კოლეჯში სწავლა მიიღო.

ჩვენი რესპონდენტი მალე ახალი კოლექციის გაკეთებას გეგმავს, რომელშიც ტყავს, ორგანზას, წითელს, შავს და თბილ, პასტელურ ფერებს გამოიყენებს.

- წლევანდელ მოდის ტენდენციებზე 40-50-იანი წლების გავლენა მკვეთრად იგრძნობა. სამოსის სილუეტს ყურადღებით უნდა შერჩევა, საკმაოდ ტენდენციურია მაღალწელიანი ქვედაბოლოები მუხლსქვემოთ სიგრძით.

- რომელი ფერებია აქტუალური?

- ამ სეზონზე აქტუალურია პასტელური ლურჯი, ასევე ლიმონისფერი და თეთრი. უნდა აღინიშნოს გრადაციები ფერებს შორის.

რაც შეეხება შემოდგომა-ზამთრის ფერებს, აქტუალურია მუქი აგურისფერი, ატმისფერი, მეწამულისფერი, კრემისფერი, ხორცისფერი და თბილი პასტელური ტონები.

- როგორი ფაქტურისგან შეკერილი სამოსის მორგებას გვირჩევთ?

- მოდურია უხეში და მსუბუქი ფაქტურების შერწყმა, პრინტიანი ფაქტურებიც. - რაც შეეხება კა-ბის ფორმას, სიგრძეს... ისევ მაღალწელიანი კაბები რჩება მოდაში, აქტუალურია როგორც მოკლე, ასევე გრძელი კაბები, 50-იანი წლების გავლენით.

- ზედატანების შერჩევისას რა დეტალები უნდა გავითვალისწინოთ?

- აქტუალურია თავისუფალი, მსუბუქი ფაქტურისგან შეკერილი ზედატანები, ტოპები და პრინტიანი მაისურები, ასევე შესაძლებელია წელის დაფიქსირება ქამრით, ახლო მომავალში წვრილი ქამრები გახდება აქტუალური. გარდა ამისა, მოდაშია 40-50-იანი წლების ჯარისკაცის სტილის სილუეტი, კამუფლაჟი, მუქი ჭაობისფერი ზედები და ქვედაბოლოები, რომელსაც სილუეტში მამაკაცურობა და სიუხეშე შემოაქვს.

- საინტერესოა პიჯაკისა და ჟილეტის საკითხი, როგორს მივანიჭოთ უპირატესობა?

- მომავალი 2015 წლისთვის მოდაში იქნება 90-იანი წლების სტილის პიჯაკები და ჟილეტები, ოღონდ ნაკლებად უხეში და განიერი სილუეტით.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება