ანდერს ფოგ რასმუსენი: ნატო ახალ თავდაცვით გეგმას შეიმუშავებს

ანდერს ფოგ რასმუსენი: ნატო ახალ თავდაცვით გეგმას შეიმუშავებს

ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ორგანიზაცია ჩაატარებს ახალ, გაძლიერებულ სამხედრო სწავლებებს და შეიმუშავებს ახალ თავდაცვით გეგმებს. ამის შესახებ "დოიჩე ველე" იუწყება .

რასმუსენის თქმით, რუსეთმა, რომელიც მხარს უჭერს პრორუს აქტივისტებს უკრაინაში, საკუთარი აგრესიით განგაშის სიგნალის დემონსტრირება მოახდინა და ევროპაში ახალი საფრთხე შექმნა.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ მიმართა ალიანსის წევრ ქვეყნებს მოწოდებით, თავდაცვის სფეროს ხარჯები გაზარდონ. რასმუსენის თქმით, მაშინ, როდესაც რუსეთმა ბოლო ხუთ წელიწადში ერთნახევრით გაზარდა საკუთარი სამხედრო ბიუჯეტი, ნატოს ქვეყნების საშუალო ხარჯები თავდაცვის სფეროში შემცირდა 20 პროცენტით. "ასე გაგრძელება შეუძლებელია. ჩვენ ეს ტენდენცია უნდა შევცვალოთ", – განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

მანვე 17 ივლისს ჩამოვარდნილ "ბოინგთან" დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ საკმარისი ინფორმაცია გააჩნიათ იმის მიმანიშნებელი, რომ ამაში დამნაშავე არიან სეპარატისტები, რომლებსაც მხარს რუსეთი უჭერს. მანვე თვითმფრინავის მიმართულებით ცეცხლის გახსნას "სამხედრო დანაშაული" უწოდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა