მაკა ზამბახიძე: ''დუეტი ''ჯორჯია'' არ დაშლილა, უბრალოდ...''

 მაკა ზამბახიძე: ''დუეტი ''ჯორჯია'' არ დაშლილა, უბრალოდ...''

ლატვიამ რუს მომღერლებს, ვალერიას, ოლეგ გაზმანოვსა და იოსიფ კობზონს, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ლატვიის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ ამ მუსიკოსებმა თავიანთი განცხადებებით ხელი შეუწყვეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევას. შესაბამისად, ეს მომღერლები ვერ დაესწრნენ ''ახალ ტალღას'', რომელიც გასულ კვირას ლატვიის ქალაქ იურმალაში გაიმართა. ჩვენ დუეტ ''ჯორჯიას'' წევრს - მაკა ზამბახიძეს ვესაუბრეთ. შეგახსენებთ, რომ მაკამ და რატი დურგლიშვილმა კონკურსში 2008 წელს, საქართველოში ომის დაწყებამდე გაიმარჯვეს.

- კონკურსი ძალიან პოლიტიზებული გახდა. რამდენიმე მომღერალი ლატვიაში არ შეუშვეს, ორგანიზატორებმა კი პუტინის მიმართვა წაიკითხეს.

- ყველაფერი პოლიტიკის გარშემო ტრიალებს და ამ თემაზე კომენტარის გაკეთებაც არ მინდა. 2008 წელს, დუეტი ''ჯორჯია'' რომ გახდა გამარჯვებული, პოლიტიკას კონკურსთან ასეთი მძაფრი შეხება არ ჰქონდა. ასე რომ ყოფილიყო, ჩვენ ვერც გავიმარჯვებდით.

- ცოტა ხნის წინ რატი დურგლიშვილმა დაადასტურა ჭორი და ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ დაიშალეთ. რატი ამბობს, რომ მარტო აპირებს სიმღერის დაწყებას.

- დუეტი ''ჯორჯია'' არ დაშლილა. უბრალოდ, სოლოკარიერაში ცალ-ცალკე ვცდით ბედს.

- ერთობლივ სიმღერებზე მუშაობთ და უახლოეს მომავალში შემოგვთავაზებთ?

- ამწუთას ერთად არ ვმუშაობთ.

- როგორც გავიგეთ, რატი აპირებს, ამერიკაში წავიდეს და კარიერა იქ გააგრძელოს.

- კი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დავიშალეთ. უბრალოდ, არის ცხოვრებაში მომენტები, როდესაც პაუზას იღებ და იმაზე იწყებ ფიქრს, რა გინდა.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება