"ბიბისი" - ისრაელმა ჯარი "თავდაცვით პოზიციებზე" გადაიყვანა

"ბიბისი" - ისრაელმა ჯარი "თავდაცვით პოზიციებზე" გადაიყვანა

ისრაელმა თავისი ჯარების ღაზას სექტორიდან გამოყვანისა და მათი "თავდაცვით პოზიციებზე" გადაყვანის შესახებ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბიბისი" ავრცელებს.

ისრაელის არმიის პოდპოლკოვნიკის პიტერ ლერნერის განცხადებით, ისრაელის ძალებმა ღაზას სექტორი 72-საათიანი ზავის ამოქმედებამდე დატოვეს.

"ბიბისი"-ს ცნობით, "ჰამასი" დათანხმდა ისრაელთან 72-საათიან ზავს, რომელიც ძალაში დღეს დილიდან, ადგილობრივი დროით 08.00 საათიდან შევიდა.

ამასთან, ისრაელის განცხადებით, კონფლიქტის ძირითადი მიზანი – "ჰამასის" ბოევიკების გვირაბის განადგურებ, მიღწეულია.

"ისრაელის თავდაცვითი ძალების დისლოცირება ღაზას სექტორს გარეთ, თავდაცვით პოზიციებზე მოხდება და ჩვენ ამ პოზიციებზე გავმაგრდებით", - განაცხადა ისრაელის არმიის პოდპოლკოვნიკმა.

ღაზას ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ოთხკვირიან კონფლიქტს 1 800 პალესტინელი ემსხვერპლა, მათ შორის უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეები. კონფლიქტის შედეგად ისრაელში 67 ადამიანი დაიღუპა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა