ქეთა თოფურია: ჩემი ბავშვობის ყველა ოცნება ამიხდა

ქეთა თოფურია: ჩემი ბავშვობის ყველა  ოცნება ამიხდა

იურმალაში გამართული "ახალი ტალღის" კონკურსის დასრულების შემდეგ, რუსულმა HELLO-მ რუსეთში მოღვაწე ქართველ მომღერალთან, ქეთა თოფურიასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა:

- აკვირდებოდი ”ახალი ტალღის” კონკურსზე გამომსვლელებს?

- წელს ცოტა გამომსვლელი ვნახე, მაგრამ მაინც მოვახერხე რამდენიმე მათგანის მოსმენა. ძალიან მიხარია, რომ ჩვენმა ქართველმა გოგომ გაიმარჯვა. ის კონკურსზე ჩვენმა მეგობრებმა ჩამოიყვანეს, ვულოცავ ნუცას, ის ძალიან ნიჭიერი გოგოა და საუცხოო შემოქმედებით გზას ვუსურვებ.

- როგორ ფიქრობ, რას მისცემს ნუცას ეს კონკურსი? ის ახლა 17 წლისაა...

- სტარტის კვალობაზე ის ძალიან პროფესიონალურად გამოიყურება. მაგრამ თუკი მას ასეთი კარგი სტარტი აქვს, მთავარია ეს შეინარჩუნოს და წავიდეს წინ ამ მიმართულებით. მისთვის კონკურსი დიდი პიარია - აქ ბევრი პროდუსერია, რომლებმაც შესაძლოა მას შესანიშნავი წინადადება შესთავაზოს. გარდა ამისა, გამარჯვებულებს შემდეგ ხშირად ეპატიჟებიან იურმალაზე, შემდეგ წლებშიც. ის ”ახალ ტალღაზე” კიდევ დიდი ხნით დარჩება, ეს ძალიან კარგია.

- ალა პუგაჩოვას საღამოზე შენ საკუთარი დიზაინით შეკერილ ტანისამოსში მოხვედი. როგორ გაგიჩნდა იდეა, შეგეკერა საკუთარი დიზაინის ტანსაცმელი და სამომავლოდაც თუ წახვალ ამ მიმართულებით?

- ეს ჯერ მხოლოდ ერთი კაბაა. იმისთვის, რომ დავჯდე და გავაკეთო პროფესიონალური ჩვენება, ამისთვის ჯერ მზად არ ვარ. მაქვს შემოთავაზება, რომ შევქმნა საკუთარი მარკა ან კოლექცია და ალბათ ოდესმე ამას განვახორციელებ კიდეც, მაგრამ არა უახლოეს მომავალში.

- შენ თითქმის ერთი წლის წინ გათხოვდი, შეგიძლია გვითხრა რა შეიცვალა თქვენს ოჯახურ ცხოვრებაში?

- ამბობენ, რომ შტამპი ურთიერთობებს ცვლის. როდესაც გარშემომყოფები მეკითხებიან, თუ რა შეიცვალა, ვპასუხობ, რომ არაფერი და ეს ძალიან კარგია. იმიტომ რომ, როდესაც იწყება ყოველდღიურობა, გარჩევები, ეს ძალიან ცუდია. ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი კარგადაა აქ ისიცაა გასათვალისწინებელი, რომ ჩვენ არ დავქორწინებულვართ ნაჩქარევად. ჩვენ მანამდე 4 წლის განმავლობაში ვხვდებოდით, მე ისედაც ლევის ცოლი ვიყავი. უბრაოდ, იმის გამო, რომ ნათესავებს და მეგობრებს ჩვენი დაქორწინება ძალიან უნდოდათ, გადავწყვიტეთ ყველაფრისთვის ოფიციალური სახე მიგვეცა და მათთვის დღესასწაული მოგვეწყო.

- როგორ ფიქრობ, რა არის ოჯახში პრობლემების მიზეზი, რომელიც ქორწინების შემდგომ იჩნს ხოლმე თავს?

- დამნაშავეა ორივე მხარე - ცოლიც და ქმარიც. დამოკიდებულია სიტუაციაზე. ოჯახი - ეს იგივე სამსახურია, უნდა იშრომო ისე, როგორც ამას ყოველ დღე სამსახურში აკეთებ. ეს რთული მეცნიერებაა და იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად იყოს, უნდა ჩადო დიდი ძალისხმევა. მაგრამ სხვა ყველაფერთან ერთად, აქ უნდა შენარჩუნდეს გულწრფელობა.

- ლევს დიდი გოგო ჰყავს, რომელიც შვეიცარიაში ცხოვრობს. მოახერხეთ მასთან დამეგობრება?

- დიახ, ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. სონია - ნიჭიერი, ლამაზი გოგოა და სხვათა შორის კარგად უკრავს ფორტეპიანოზე. ცოტა ხნის წინ შვეიცარიაში ვისვენებდით, ფონზე როიალი იდგა და მაშინ დაგვიკრა... როცა ერთად მივდივართ დასასვენებლად, ისიც ჩვენთან ერთადაა. ერთად დავდივართ მაღაზიებში, ვურჩევ რა იყიდოს. 15 წლის ასაკში გვერდით გჭირდება ადამიანი, რომელიც სწორ მიმართულებაზე დაგაყენებს, რათა სამომავლოდ მან იცოდეს, რა უხდება და როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს.

- ამ დროს არ გიჩნდება სურვილი, რომ საკუთარი შვილი გყავდეთ?

- გსურს ღმერთი გააცინო - მოუყევი მას შენი გეგმების შესახებ. მაგრამ, ალბათ, უახლოეს მომავალში უკვე დროა. მე უკვე მინდა ბავშვები.

- მომავალ წელს შესრულდება 10 წელი, რაც მოსკოვში გადმოხვედი, როგორ ეგცვალეს ამ წლებმა?

- მაშინ პატარა ვიყავი და ჩემთვის რთული იყო ყველაფრის მიტოვება და აქ გადმოსვლა. მაგრამ უკვე მესამე წელს მოსკოვს ისე მივეჩვიე, რომ ახლა ვერ წარმომიდგენია საკუთარი თავი სხვაგან, სხვა ქალაქში. ბევრი რამე შეიცვალა ბოლო 10 წელი ჩემში, ზუსტად არ ვიცი აქაურობამ იმოქმედა ასე, თუ უბრალოდ გავიზარდე. აქ უფრო მეტად მკაცრი და უხეში გავხდი, იმიტომ რომ ასეთი თუ არ იქნები, ყველა დანარჩენი თავზე დაგაჯდება.

- მედიაში შენი ცუდი ხასიათის შესახებ ჭორები დადის...

- როდესაც ჩემ მეგობრებს ეუბნებიან, რომ ცუდი ხასიათი მაქვს, მათ ამაზე ეცინებათ. მაგრამ, გვერდიდან თუ შევხედავთ, დიახ, მე ხანდახან ვარ მკაცრი, ზოგჯერ ძალიან მკაცრიც კი. მაგრამ ჩემგან უსამართლად არავის ხვდება.

- გახსოვს რაზე ოცნებობდი, როდესაც თბილისში ჩემოდანს ალაგებდი?

- 17 წლის ვიყავი და მახსოვს, როგორ კარგად ვგრძნობდი იმ დროს თავს. მყავდა მეგობრები, მქონდა კარიერა. არსად წასვლა არ მსურდა, არ მსურდა არაფერი ახალი. მე საკუთარ თავს ვუთხარი: ”ქეთი, ახლა შენ ეს უნდა გააკეთო! პირველი ორი წელი ძალიან რთული იქნება”. ოცნება იყო ისეთი, როგორც ახლა ვარ, ყველაფერი ამისრულდა.

- ანუ შეგიძლია საკუთარ თავს ბედნიერი ადამიანი უწოდო?

- დიახ, ყველას აქვს ცუდი დღეები, მაგრამ ეს ნორმალურია. ყოველთვის მხოლოდ სულელებს უხარიათ, მე კი ბედნიერი ვარ.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება