ლიკა ქორქია: ''ჩემი წყობიდან გამოყვანა ურთულესია...''

ლიკა ქორქია: ''ჩემი წყობიდან გამოყვანა ურთულესია...''

პროფესია და საქმიანობა:

ჟურნალისტი ვარ, მაგრამ დამთავრებული მაქვს სამედიცინო აკადემია და ვარ ექიმი. ამ კონკრეტულ მომენტში ვისვენებ, მაგრამ ახალი პროექტისთვის ვემზადები.

საყვარელი ფილმი და მსახიობი:

საყვარელი ფილმი და მსახიობი არ მყავს. მიუხედავად იმისა, რომ კინომანი ვარ, ფილმს განწყობის მიხედვით ვარჩევ, სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვა რაღაცის ნახვის სურვილი მიჩნდება, ერთსა და იმავე ფილმს რამდენჯერმე ძალიან იშვიათ შემთხვევაში ვუყურებ, ამიტომ მიჭირს დაკონკრეტება.

წიგნი, რომელიც ბოლოს წაიკითხე:

ჯორჯ ორუელის ''1984'', მეორედ წავიკითხე და ალბათ, კიდევ მივუბრუნდები, ვისაც არ წაუკითხავს, ვურჩევ გაეცნონ, ბევრ ნაცნობ სიტუაციასა და გარემოს აღმოაჩენენ.

ოქროს თევზი, რომ დაიჭირო, რას სთხოვდი?

ოქროს თევზი უკვე მყავს სახლში. ძაღლისთვის საჭმლის საყიდლად შევედი მაღაზიაში და დავინახე ოქროსფერი, ულამაზესი თევზი, მაშინვე შევიძინე და ისეთი განწყობა შემექმნა, რეალურად რომ მყავდეს ოქროს თევზი, ალბათ, არაფერს ვთხოვდი.

რისი გეშინია?

თაგვის, სიბნელის, ღია სივრცის, მაგალითად, ტრიალი მინდვრის და მსაგავსი ადგილების.

რამ შეიძლება გაგიფუჭოს განწყობა?

ძალიან რთულად მიფუჭდება განწყობა და ვცდილობ, ეს არ მოხდეს. განწყობის გაფუჭება მხოლოდ მე შემიძლია საკუთარი თავისთვის, ამიტომ ვცდილობ, ისეთი რამ არ გავაკეთო, რითაც საკუთარ თავს ვავნებ. ამის მიუხედავად, ათასი ტრაგედია და უბედურება ხდება, რაც ადამიანის განწყობაზე უარყოფითად მოქმედებს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება