"სექსუალური აქტი უნდა ჩავთვალოთ საღვთო აქტად და არა ადამიანური გრძნობების დაკმაყოფილებად"

"სექსუალური აქტი უნდა ჩავთვალოთ საღვთო აქტად და არა ადამიანური გრძნობების დაკმაყოფილებად"

მსახიობ ზურა ცინცქილაძეს ტრადიციებსა და სტერეოტიპებზე ვესაუბრეთ. ჩვენი რესპონდენტისთვის თემა იმდენად მნიშვნელოვანი და საინტერესო აღმოჩნდა, რომ დასასრულ მითხრა, ემოციური თვალსაზრისით, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სპექტაკლი ვითამაშეო.

- ვწუხვარ, რომ საღვთო ტრადიცია - სიტყვის პატრონობა, სიტყვის უმთავრესობა დაკარგულია, რადგან სიტყვით შეიქმნა ქვეყნიერება და ამით ფასდება ადამიანი. ბიბლიის მიხედვით, ჰო უნდა ყოფილიყო ჰო და არა უნდა ყოფილიყო არა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს დაკარგულია, რასაც ძალიან განვიცდი. სიტყვის გატეხა ნიშნავს იმას, რომ სათანადოდ მორწმუნენი არ ვართ.

მინდა შევეხო ღვინის სმის ტრადიციას, რომელიც არასწორად აქვთ გააზრებული. ღვინო კი არ უნდა დავლიოთ და თავზე კი არ უნდა დავისხათ, მას უნდა ვეთაყვანოთ, რადგან ისაა საზიარებლად გონებისა და სულისა. ვინც საერთოდ არ ეკარება, ისიც არღვევს ტრადიციას და თავზე ვინც ისხამს - ისიც. მაქვს ერთი ფორმულა, რომელიც ყველა ასპექტში გამოსადეგია: ნებისმიერ საკითხში ნაკლებობა სჯობს ზედმეტობას, ჯობია, ნაკლები ილაპარაკო, ნაკლები ჭამო, ნაკლები ფული გქონდეს, ვიდრე მეტი, თუ ჩაუღრმავდებით ამას, მიხვდებით, რომ მართალი ვარ.

მსმენია, რომ არ მოსწონთ ქორწინების, ხელის თხოვის ტრადიცია, არადა, ეს მხოლოდ ორი ადამიანის ურთიერთობა კი არ არის, ქორწინება საზოგადოებრივი ურთიერთობაა, ქორწილში მისული თითოეული ადამიანი ამ მნიშვნელოვანი მოვლენის მოწმეა და შენ, მამაკაცი ხარ თუ ქალი, ვალდებული ხარ, მოწმეების, ხელის მომწერთა წინაშე მიცემული სიტყვა შეასრულო.

- გარიგებით ქორწინებაზე რას ფიქრობთ, რომელსაც XXI საუკუნეში შედარებით ნაკლებად ვხვდებით...

- გარიგება აუცილებელია. მხოლოდ სიყვარულით და იმის იმედად, რომ იპოვი შენს შესაფერისს, შეგიყვარდება, შექმნი ოჯახს, ვერ ვიქნებით, რა თქმა უნდა, ეს იდეალური ვარიანტია, მაგრამ მსგავსი ფაქტები ხდება ათასში ერთხელ, 999 კი გარიგებით და რჩევით ქორწინდება. აქედან გამომდინარე, გარიგებისა და მაჭანკლობის თემებს კი ნუ ვაკნინებთ, ღირებულად შევხედოთ. ადამიანმა, რომელიც მოგზაურობს, თელავში გაიცნო კარგი გოგო და მიხვდა, რომ ის მოუხდება ბათუმში მცხოვრებ ვინმე თემურს, ახვედრებს ერთმანეთს და იქმნება კიდევ ერთი კარგი ოჯახი, ამაში ცუდი რა არის? მაგრამ ანგარებით ქორწინება მიუღებელია და განხილვადაც არ ღირს, ჩვენ იდეალურ შემთხვევებზე ვისაუბროთ.

- ქორწინებამდე წყვილის თანაცხოვრების ფაქტები ჩვენს საუკუნეში უფრო ხშირია, რას ფიქრობთ ამ საკითხზე?

- ეს გასულ საუკუნეში და კიდევ უფრო ადრეც ხდებოდა, მაგრამ მაშინ პასუხისმგებლობა უფრო მეტი იყო. დავუშვათ, წყვილს შორის ქორწინებამდე დამყარდა სექსუალური კავშირი და დაიკმაყოფილეს დიდი სურვილი, მერე? უწინ მამაკაცი დიდ პასუხისმგებლობას იჩენდა, იცოდა, რომ გოგოს ჰყავდა ძმა, მამა, პატრონი, რომელიც გამოექომაგებოდა, ახლა კი ყველაფერმა ფასი დაკარგა. ამ ქმედებას თავისუფლებას მიაწერენ. აღარ მოეწონება მერე ის პარტნიორი და ამბობს, მეორე შემიყვარდა და მომეწონაო, მერე მესამე, მეოთხეო, შემდეგ ტელევიზიები ინტერესდებიან უკვე და ხდება ამ ყველაფრის წახალისება, რამდენიმე მამაკაცი თუ გამოიცვალა ადამიანმა, ჯერ ერთი ტელევიზია მივა გადასაღებად, მერე – მეორე და ა.შ შეგახსენებთ ძველ ქართულ გამოთქმას, - "გიჟი თავისუფალია". კავკასიელი, ქართველი თავისუფლებისთვის კი არ იბრძოდა, არამედ სამართლიანობის აღდგენისთვის. თავისუფლება ჯოჯოხეთშია, მიწაზე პასუხისმგებლობა, სამართლიანობა და სიტყვის პატრონობაა.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება