პუტინმა მთავრობას დასავლეთის საპასუხო სანქციების გატარება დაავალა

 პუტინმა მთავრობას დასავლეთის საპასუხო სანქციების გატარება დაავალა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთავრობას დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე საპასუხო ზომების მიღება დაავალა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

"დღეს ასეთი განკარგულება უკვე გავეცი. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ფრთხილად უნდა გაკეთდეს, რათა ადგილობრივ მეწარმეებს მხარი დავუჭიროთ და მომხმარებლები არ დავაზარალოთ", – აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, მისთვის მიუღებელია ეკონომიკაზე ზეწოლის პოლიტიკური იარაღები. პუტინი დარწმუნებულია, რომ მთავრობა მის განკარგულებას უახლოეს მომავალში შეასრულებს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა