სოფო ხალვაში: ''შორიდან კრიტიკა და ლაპარაკი ძალიან იოლია...''

სოფო ხალვაში: ''შორიდან კრიტიკა და ლაპარაკი ძალიან იოლია...''

მომღერალმა სოფო ხალვაშმა ''ახალ ტალღაზე'' ნუცა ბუზალაძესთან ერთად დუეტში ''ყვავილების ქვეყანა'' შეასრულა. ასე რომ, ნუცას გამარჯვებაში, პროდიუსერებთან ერთად, სოფომაც შეიტანა წვლილი. თავად სოფო იმავე კონკურსში რამდენიმე წლის წინ მონაწილეობდა. ვერ გაიმარჯვა, მაგრამ ჟიურისა და მაყურებელს თავი კარგად დაამახსოვრა.

- არაჩვეულებრივი შედეგით დავბრუნდით. ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ. ეს მხოლოდ ნუცას და ჩემი წარმატება არაა. ეს მთელი საქართველოს წარმატებაა. ყველას ვულოცავ ამ გამარჯვებას და ნუცას ვუსურვებ, უფრო დიდი წარმატებისთვის მიეღწიოს.

- სოფო, შენ უკვე მესამედ იყავი ამ კონკურსზე. სხვა წლებთან შედარებით რა იყო განსხვავებული?

- ''ახალ ტალღაზე'' ყოველთვის კარგი გარემოა. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ კონკურსი პატარა ოჯახივითაა, სადაც ყველას იცნობ და ყოველ ჯერზე ისეთი განცდა მეუფლება, რომ ოჯახის წევრები ვნახე. ქართველების მიმართ ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ და წელსაც ასე იყო. ვნახე იურმალაში შეძენილი მეგობრები და მათთან ერთად ძალიან კარგი დრო გავატარე.

- სცენაზე გასვლის წინ ინერვიულე?

- თუ არ ღელავ, პასუხისმგებლობის გრძნობა არ გექნება. რა თქმა უნდა, ვნერვიულობდი, ძალიან მინდოდა, ნუცასთვის ეს სიმღერა წარმატების მომტანი ყოფილიყო. ჩვენს გამოსვლაში იგრძნობოდა, რომ ჩვენ ვიყავით დუეტი. ვმღეროდით ერთმანეთისთვის და მთელი საქართველოსთვის.

- საქართველოში აზრი გამოთქვეს, რომ ჯობდა, სიყვარულზე დუეტი გოგონასა და ბიჭს შეესრულებინა.

- შორიდან კრიტიკა და ლაპარაკი ძალიან იოლია. როცა კონკურსში ხარ ჩართული, მაშინ ყველაფერს სხვა თვალით უყურებ. ჩვენ თავიდან მიშა მდინარაძის ''თოლიები'' დაგვიმტკიცეს და ის უნდა გვემღერა. ერთი კვირით ადრე დაგვირეკეს და გვითხრეს, ''თოლიები'' არ გვინდა, ''ყვავილების ქვეყანა'' უნდა იმღეროთო. მათ უნდოდათ სიმღერა, რომელიც ძალიან კარგად იციან. ''ყვავილების ქვეყანას'' ახლა ვალერი მელაძე მღერის. აქედან გამომდინარე არ შევეწინააღმდეგეთ და ეს სიმღერა გავაკეთეთ. ვფიქრობ, ძალიან კარგი ვარიანტი გამოგვივიდა. არანჟირება ზაზა ხუბუკელაშვილს ეკუთვნის.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება