Toresa Mossy გარდაცვლილ მწერლებსა და მუსიკოსებთან მეგობრობს

Toresa Mossy გარდაცვლილ მწერლებსა და მუსიკოსებთან მეგობრობს

Toresa მეტსახელია, რომელიც მამიდან შვილზე გადავიდა, Mossy კი - გვარის შემოკლებული ფორმა. 2014 წლის ლიტერატურული პრემია ''საბას'' შორტლისტში, საუკეთესო ლიტერატურულ დებიუტანტთა შორის, მისი რომანი ''სიბრძნე სიცრუისა'' მოხვდა. გამარჯვებულები შემოდგომაზე გამოვლინდებიან, მანამდე კი ვახო მოსიაშვილს ''მწერლის ანკეტის'' შევსება ვთხოვეთ...

სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და პროფესია

Toresa Mossy 02.08.1984. სახელმწიფო დოკუმენტებს თუ დავუჯერებთ, იურისტი (იღიმის).

მე და თელავი...

ყოველთვის ვჩხუბობთ, მაგრამ ვგიჟდებით ერთმანეთზე (იღიმის).

წერა დავიწყე, როცა...

წასაკითხი ახალი წიგნი ვერ ვიპოვე.

ჩემი ბლოგები...

საინტერესოა, თუ წაკითხვების რაოდენობით ვიმსჯელებთ, მაგრამ აღარ ვწერ. დღემდე ვერ მივხვდი, ეს რა ჟანრია, თუ საერთოდ შეიძლება ვთქვათ, რომ ჟანრია. რაღაც პირად სენტიმენტალურ გრძნობებსა და ჟურნალისტურ სტატიებს შორის გაჩხერილი მოვლენაა, ამიტომ იშვიათად ვკითხულობ და კიდევ უფრო იშვიათად ვწერ.

ჩემი ინტერესები...

მთელი სამყარო და ადამიანები ამ სამყაროში.

მე და მუსიკა...

ერთად დავიბადეთ. მე მუსიკაში და მუსიკა ჩემში. საზღვარი, პრინციპში, არ გვაქვს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება