კიევში, მაიდანზე ვითარება იძაბება

კიევში, მაიდანზე ვითარება იძაბება

ბოლო განახლება | გადამწვარი ქუჩები, შეიარაღებული პირები და მაიდანი პროტესტის უკიდურეს ზღვარზე - უახლესი ფოტოები და LIVE კიევიდან

კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე კომუნალურმა სამსახურმა ბარიკადებისა და კარვების აღება დაიწყეს, რასაც მოედანზე მყოფი ე.წ. მაიდნის თავდაცვის წევრების პროტესტი მოჰყვა.

ლიგა.ნეტ-ის ცნობით, ე.წ. მაიდნის თავდაცვამ პროტესტის ნიშნად საბურავებს წვავენ და კომუნალურ სამსახურის მოედნის დასფუთავების საშუალებას არ აძლევენ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დამოუკიდებლობის მოედანზე მილიცია და სპეცბატალიონ "კიევ 1"-ის მებრძოლები მივიდნენ. თვითმხილველთა განცხადებით, დაიხურა მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე კაფეები და რესტორნები, ასევე სავაჭრო წერტილები.

ამასთან, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ახალნდელი მაიდანი რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის პროექტია.

უკრაინის ექს-პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ კიევში დამოუკიდებლობის მოედანზე მხოლოდ ე.წ. მაიდნის თავდაცვის წევრები დარჩნენ, რომელთაც მოედანზე კვლავ ბარიკადები აქვთ აღმართული.

კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 1-დან 5 ივლისს გამოკითხულ კიეველთა 82% აცხადებს, რომ ნეგატიურად არის განწყობილი მაიდანზე გაშლილი კარვების მიმართ.

იხილეთ ფოტოგალერეა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა