გადამწვარი ქუჩები, შეიარაღებული პირები და მაიდანი პროტესტის უკიდურეს ზღვარზე - უახლესი ფოტოები და LIVE კიევიდან

გადამწვარი ქუჩები, შეიარაღებული პირები და მაიდანი პროტესტის უკიდურეს ზღვარზე - უახლესი ფოტოები და LIVE კიევიდან

კიევში, მაიდანზე მილიციამ რამდენიმე შეიარაღებული პირი დააკავა. Unian-ის ინფორმაციით, მაიდანზე შეკრებილები, რომლებიც ბარიკადების აღებას აპროტესტებენ, ცეცხლსასროლი იარაღით არიან შეიარაღებული , ისინი ამ დროისთვის სამართალდამცავების მისამართით "მოლოტოვის კოქტეილებსა" და ქვებს ისვრიან.

ე.წ. მაიდნის თავდაცვის წარმომადგენლები კომუნალური სამსახურის თანამშრომლებს კარვებისა და ბარიკადების აღების საშუალებას არ აძლევენ და პროტესტის ნიშნად საბურავებს უკიდებენ ცეცხლს.

დაძაბული ვითარების გამო, დაიხურა მეტროსადგურ "დამოუკიდებლობის მოედნის" გასასვლელი, ასევე მიმდინარე ტერიტორიაზე არსებული კაფეები, რესტორნები, სხვა სავაჭრო წერტილები.

უკრაინის ექსპრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე მხოლოდ ე.წ. მაიდნის თავდაცვის წევრები დარჩნენ, რომელთაც მოედანზე კვლავ ბარიკადები აქვთ აღმართული.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ახალნდელი მაიდანი რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის პროექტია.

კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 1-დან 5 ივლისს გამოკითხულ კიეველთა 82% აცხადებს, რომ ნეგატიურად არის განწყობილი მაიდანზე გაშლილი კარვების მიმართ.

უახლესი ფოტოები

ნახეთ პირდაპირი ეთერი კიევიდან

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა