კიევის მერია ევაკუირებულია

კიევის მერია ევაკუირებულია

კიევის მერიის შენობა მთლიანად ევაკუირებულია. "ვესტი.უა"-ს ინფორმაციით, ამის შესახებ საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის პრესმდივანმა , ოლესია ოსტაფიევამ განაცხადა.

"ჩვენთან შემოვიდა ინფორმაცია მერიის შესაძლო აღების შესახებ. ქუჩაში ბარიკადებიც გაჩნდა. მწარე წარსულის გათვალისწინებით, ყველამ ჩვენი ნივთები და კომპიუტერები ავიღეთ და შენობა დავტოვეთ. ამ დროისთვის შენობაში არავინ იმყოფება დაცვის გარდა", – განაცხადა პრესმდივანმა.

დღეს, მაიდნის გაწმენდა იგეგმებოდა, რასაც "მაიდნის თავდაცვის" წევრების მხრიდან წინააღმდეგობა მოყვა. მათ კომუნალური სამსახურის თანამშრომლებს მუშაობის უფლება არ მისცეს და საბურავები დაწვეს. მოხდა სპეცბატალიონის წევრებთან დაპირისპირება, რომლის დროსაც მილიციამ რამდენიმე შეიარაღებული პირი დააკავა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა