ქართველი ვარსკვლავების ტოპ-უკანალები

ქართველი ვარსკვლავების ტოპ-უკანალები

უცხოურ ყვითელ პრესაში ყველაზე ხშირად ვარსკვლავების შესახებ სკანდალური ჭორები ქვეყნდება, მაგრამ განსაკუთრებულად პოპულარულია რუბრიკა, სადაც მათი სხეულის პიკანტურ ნაწილებზე იწერება. ჯენიფერ ლოპესმა უკანალი დაიზღვია, ჯულია რობერტსი ბიუსტჰალტერის გარეშე, მაილი საირუსმა სცენაზე სასქესო ორგანო გამოაჩინა, პერის ჰილტონი ქვედა საცვალის გარეშე – კვირა არ გაივლის, რომ ამ ტიპის სათაურით სტატიები სხვადასხვა ჟურნალის ფურცლებსა თუ საიტებზე არ გამოჩნდეს.

თითქმის ყოველ კვირას დებენ რეიტინგებს, რომელი ქვეყნის მამაკაცი რომელ ცნობილ ქალბატონთან ისურვებდა ღამის გატარებას. ქართულ რეალობაში ასეთი სათაურები და მით უმეტეს სტატიები ჯერჯერობით წარმოუდგენელია. თუმცა ''რეიტინგი'' მაინც პიონერი გახლდათ, როდესაც ქართველი ვარსკვლავების ყველაზე ლამაზ მკერდსა და გრძელ ფეხებზე გამოვაქვეყნეთ სტატიები.

ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ქართულ შოუბიზნესში არ ვართ განებივრებული იმდენი ცნობილი სახით, რომლებიც მსგავს რეიტინგებში მოხვედრას იმსახურებენ. ზოგს მონაცემები არ უწყობს ხელს, ზოგსაც, უბრალოდ, ისე აცვია, რომ მათი სხეულის ფორმები ბოლომდე ამოუხსნელი რჩება.

ამჯერად გადავწყვიტეთ, ყველაზე ლამაზი უკანალის მქონე ქართველი ვარსკვლავები გამოგვევლინა. თუმცა ეს ''მძიმე'' მისია მხოლოდ საკუთარ თავზე არ აგვიღია და ერთგვარი გამოკითხვა ჩავატარეთ. ქუჩაში შემთხვევით გამვლელებს ვკითხეთ, რომელი ქართველი ვარსკვლავის უკანალი მოსწონდათ და მიუხედავად ერთგვარი კომპლექსისა, მაინც სიამოვნებით გვიპასუხეს. თუმცა ისეთებიც აღმოჩნდნენ, ვისაც ჩვენი კითხვა ბოლომდე იუმორისტული გადაცემის თემა ეგონა.

სამწუხაროდ, სია არცთუ ისე დიდი გამოვიდა. რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ისედაც ჩამქრალ შოუბიზნესში ხალხს რომ არ დაავიწყდე, სექსუალური იმიჯით მაინც უნდა შეახსენო თავი.

გამოკითხულების უდავო ფავორიტი შორენა ბეგაშვილი აღმოჩნდა. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან შორენა ნებისმიერ რეიტინგში, რაც ქალის სილამაზესა და სექსუალურობას ეხება, უპირობო ლიდერია. მხოლოდ ერთხელ გაშიშვლება არ კმარა, ტელეწამყვანი და მსახიობი ვიწრო კაბებით მუდმივად უსვამს ხაზს მკერდისა და უკანალის ფორმებს, რაც მის იმიჯს უფრო გამომწვევს ხდის.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება