რასმუსენი - ნატო რუსეთთან თანამშრომლობას წყვეტს

რასმუსენი - ნატო რუსეთთან თანამშრომლობას წყვეტს

ნატო რუსეთთან თანამშრომლობას წყვეტს. სააგენტო "იტარ ტასის" ინფორმაციით, ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერთან ალექსანდრე ტურჩინოვთან შეხვედრაზე განაცხადა.

გარდა ამისა, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ასევე მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასთან თანამშრომლობის გაფართოების შესახებ.

"ჩრდილოატლანტიკური ალიანსი წყვეტს რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობას, აძლიერებს კოლექტიურ თავდაცვას ნატო-ს წევრების დასაცავად და მიღებულია გადაწყვეტილება უკრაინასთან თანამშრომლობისა და მხარდაჭერის გაძლიერების შესახებ", - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

უკრაინის უმაღლესი რადას პრესსამსახურის ცნობით, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ "ნატო-უკრაინის სამიტი, რომელიც სექტემბერში გაიმართება, მხარეებს ახალი პროდუქტიული თანამშრომლობის მხრივ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარება".

ამასთან, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ უკრაინას ესაჭიროება კომპლექსური რეფორმები, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში.

6 აგვისტოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალური წარმომადგენელის ოანა ლუნგესკუს განცხადებაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ რუსეთმა შეიძლება გააგზავნოს თავისი ჯარები აღმოსავლეთ უკრაინაში სამშვიდობო ან ჰუმანიტარულ მისიას ამოფარებულმა.

"ჩვენ ვერ ვიმკითხავებთ, რა აქვს ჭკუაში რუსეთს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რას აკეთებს ის რეგიონში", - ნათქვამია განცხადებაში და ამ მხრივ აქცენტი გაკეთებულია რუსეთის მიერ უკრაინასთან საზღვარზე სამხედრო შეიარაღების კონცენტრირებაზე.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა