რატომ ვერ დადის ''ჩიხურას'' მეკარე დაკრძალვებსა და ქორწილებში

 რატომ ვერ დადის ''ჩიხურას'' მეკარე დაკრძალვებსა და ქორწილებში

გასულ კვირას საქართველოში ფეხბურთის თემა აქტუალური იყო. თბილისის ''დინამოდან'' ფეხბურთელთა დიდი ნაწილი გაუშვეს. საჩხერის ''ჩიხურამ'' კი ჯერ თურქულ გუნდთან თამაშისას გაახარა მაყურებელი, როდესაც თერთმეტმეტრიანების სერიაში მოწინააღმდეგე 4:1 დაამარცხა, 31 ივლისს კი ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრაში აზერბაიჯანის ''ნეფთჩთან'' ფრედ დაამთავრა შეხვედრა.

ორივე თამაშს ინციდენტი მოჰყვა. თურქეთთან თამაშისას გატანილი ბურთის შემდეგ თურქ მაყურებელს თორნიკე მუმლაძის უხამსი ჟესტი არ მოეწონა. აზერბაიჯანელებთან შეხვედრისას კი აზერბაიჯანელები ქართველი გულშემატკივრების დროშამ გააღიზიანა. დროშაზე აღნიშნული იყო ერთ დროს ქართული ტერიტორიები, რომლებიც ახლა აზერბაიჯანს ეკუთვნის. დროშას წარწერა ჰქონდა: ''ეს საქართველოა''.

სოციალურ ქსელში უკვე გამოითქვა ვარაუდები იმის შესახებ, რომ ეს ყველაფერი დაგეგმილი პროვოკაციაა და ამ ყველაფრის უკან ისეთი ადამიანი დგას, რომელსაც ქართველებს, თურქებსა და აზერბაიჯანელებს შორის ურთიერთობის დაძაბვა სურს.

ჩვენ აზერბაიჯანულ კლუბთან შეხვედრის წინ ჩავწერეთ ''ჩიხურას'' მეკარე მაქსიმე ქვილითაია და პირველ რიგში, თორნიკე მუმლაძის საქციელის შეფასება ვთხოვეთ.

- თორნიკე მუმლაძე რამდენიმე თვის წინ გავიცანი. კარგი ბიჭია, ალბათ, გამოუცდელობის ბრალია, რაც გააკეთა გოლის გატანის შემდეგ. ცუდი რამ მოხდა, მაგრამ გამოსწორებადია. ჩვენ-თანაც რომ გააკეთოს მსგავსი რამ სხვა ქვეყნის მოთამაშემ, ცუდი რეაქცია გვექნება.

- ამბობენ, თორნიკე მუმლაძის რეაქცია თურქი მაყურებლის ცუდ საქციელს მოჰყვა.

- სადაც უნდა ითამაშო, მაყურებელი თავის გუნდს გულშემატკივრობს და მოწინააღმდეგეს ცუდ ჟესტებს უჩვენებს. თურქეთშიც ასე მოხდა. ჩვენზე დიდი ზეწოლა იყო. საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართულ გუნდებს ასეთი ძლიერი გუნდი არასდროს არ შეხვედრია. დაგვრჩა კიდევ ორი თამაში და მერე გვექნება პლეიოფი, ეს ეტაპი წარმატებით თუ გადავლახეთ, ქართული ფეხბურთის დიდი მიღწევა იქნება. თურქეთთან ძალიან საპასუხისმგებლო თამაში გვქონდა. ყველას ეგონა, რომ წავაგებდით. ფრეც რომ გვეთამაშა, ჩვენთვის დიდი შედეგი იქნებოდა და გასვლაზე მოგება ხომ ვერავის წარმოედგინა. ბიჭებმა თურქეთშიც და საქართველოშიც მოინდომეს, ბოლომდე დავიხარჯეთ და კარგი შედეგიც მივიღეთ.

- გვიამბე შენ შესახებ.

- რუსეთში დავიბადე, იქ ოთხი წელი ვცხოვრობდი. მამა ჯარში მსახურობდა, ვოლოგდაში, სადაც დედა გაიცნო. შეუყვარდათ ერთმანეთი და დაოჯახდნენ. ოთხი წლის რომ ვიყავი, მამაჩემს მამა გარდაეცვალა. ჩამოვედით და შემოვრჩი საქართველოს. საფეხბურთო კარიერა დავიწყე ტყიბულის კლუბ ''მეშახტეში''.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება