გატაცებულია ასობით ქალი - "ტერორისტები მათ ცხოველური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად იყენებენ"

გატაცებულია ასობით ქალი - "ტერორისტები მათ ცხოველური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად იყენებენ"

ასეულობით იეზიდი ქალი აიყვანეს ტყვედ სუნიტმა ჯარისკაცებმა  - იტყობინება ოფიციალური ერაყი და დასძენს, რომ ერაყში ისლამური სახელმწიფო ჯგუფები უმცირესობებს ძლიერი წნეხის ქვეშ ამყოფებენ.

ადამიანის უფლებების დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა კამილ ამინმა განაცხადა, რომ ასობით 35 წლამდე ქალი ერაყის ქალაქ მოსულის სკოლებში ყავთ დატყვევებული.

”ტერორისტები მათ, როგორც მონებს ისე ექცევიან. ეჭვი გვაქვს, რომ ამ ქალებს ტერორისტები საკუთარი ცხოველური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად იყენებენ, რაც შეურაცხყოფს ადამიანურ და ისლამურ ფასეულობებს”, - ამბობს ამინი.

ამერიკამ დაადასტურა ინფორმაცია გატაცების და ქალების ექსტრემისტებზე მიყიდვის შესახებ. ისლამის წარმომადგენლები იეზიდი და შიიტი მუსლიმებისგან ილამის მიღებას ან სპეციალური გადასახადების დაკისრებას მოითხოვენ.

მომზადებულია cbc.ca-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა