პუტინი - სანქციების მიუხედავად, დასავლური კომპანიები რუსეთთან თანამშრომლობისთვის არიან განწყობილი

პუტინი - სანქციების მიუხედავად, დასავლური კომპანიები რუსეთთან თანამშრომლობისთვის არიან განწყობილი

დასავლური კომპანიები, სანქციების მიუხედავად, რუსეთთან თანამშრომლობისთვის არიან განწყობილი. რუსეთი მიესალმება ამ ფაქტს და მზადაა ურიეთთანამშრომლობის გაძლიერებისთვის. ამის შესახებ დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

"დღეს კომერციულ წარმატებას ეფექტური საერთაშორისო თანამშრომლობა განაპირობებს. ბიზნესს, განსაკუთრებით კი საერთაშორისო და სამამულო კომპანიებს ეს კარგად ესმით და სირთულეების მიუხედავად, რაც პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარეობს, ჯანსაღი აზრი ყოველთვის იმარჯვებს და ეს ძალიან სასიხარულოა", - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინის თქმით, მიესალმება ასეთ საქმიან მიდგომას და თავის მხრივ, რუსეთი ღიაა პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის.

რუსეთმა 7 აგვისტოდან მთელი რიგი ქვეყნებიდან რუსეთში ექსპორტი აკრძალა, რაც ევროკავშირის წევრი და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთისთვის დაწესებული საპასუხო ნაბიჯია.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა