ანრი ჯოხაძე დათო დოიაშვილის ''სვეტების სიაში'' მოხვდა

ანრი ჯოხაძე დათო დოიაშვილის ''სვეტების სიაში'' მოხვდა

ანრი ჯოხაძემ პოპულარობის გემო პირველად 2004 წელს იგრძნო, წელიც ზუსტად ახსოვს და ის დღეც, როდესაც ''პირველ სტერეოში'' მისი კლიპების დატრიალებიდან მეორე დღესვე ხალხმა ქუჩაში იცნო. მაშინ მუსიკალურ ტელევიზიებს ჰქონდათ ძალა, მომღერლისთვის პოპულარობა მოეტანათ.

ჩვენი რესპონდენტი მიიჩნევს, რომ მას შემდეგ თავისი პოპულარობის შენარჩუნება შეძლო. იმასაც ამბობს, რომ ამ ყველაფერს მისთვის უარყოფითი არაფერი მოუტანია.

- 2004 წელს მივხვდი, რომ პოპულარული ვიყავი. შემოდგომის პერიოდი იყო. ''პირველი სტერეო'' და ''მაესტრო'' გაიყო და ''პირველმა სტერეომ'' მოითხოვა ყველა ვიდეორგოლი, რაც მქონდა. მანამდე მხოლოდ კულუარულად ვიყავი ცნობილი, იცოდნენ, რომ კარგად მღეროდა ახალგაზრდა ყმაწვილი. ვიდეორგოლების დატრიალების შემდეგ მივხვდი, რომ ბაზარში მწვანილის გამყიდველიც კი მცნობდა. ეს პოპულარობა ზუსტად ერთ დღეში მოვიპოვე. მაშინ ''პირველ სტერეოს'' უყურებდა ხალხი. ამან ძალიან შეუწყო ხელი იმ პერიოდში რამდენიმე ადამიანის გაპოპულარულებას, მათ შორის, ჩემსაც.

- და შენ გინდოდა პოპულარობა.

- რა თქმა უნდა, ეს, პირველ რიგში, ჩემს საქმეს სჭირდებოდა. თუკი მე პოპულარული არ ვიქნებოდი, რისთვის უნდა მეკეთებინა ჩემი საქმე? როცა მომღერალი ხარ და შენი გეგმები დიდ სცენასა და შოუბიზნესს უკავშირდება, არის შენი პროფესია, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იმ მომენტში ჩემთვის ცნობადობის გაზრდა ძალიან დიდ ღირებულებას წარმოადგენდა.

- მერე და მერე ამან გარკვეული უხერხულობები არ მოიტანა? ბევრისგან გვსმენია, როგორ ''დაღალა'' პოპულარობამ.

- არ დაიჯერო, ვინც მაგას გეტყვის, უთხარი, ანრის აზრით, აფერისტები ხართ-თქო. პოპულარობა არ არის დამღლელი, დამღლელია იმ ადამიანების არასწორი მიდგომა პოპულარობისადმი, ვინც მაგას გეუბნება. უნდა შეგეძლოს ამ ყველაფრის მართვა, ისე, რომ საზოგადოება არ დაღალო და არც შენ დაგღალონ.

- ცნობადობის გაზრდამ ნეგატივი არ მოგიტანა?

- არანაირი ნეგატივი არ მოუტანია. ათასი სისულელე რომ დაწერონ ინტერნეტსივრცეში, იმდენ დადებითს დაწერს შემდეგ მეორე ნახევარი, რომელიც მხარს მიჭერს და მგულშემატკივრობს, ევასება ჩემი სიმღერა, ანრი ევასება. როგორ შეიძლება, ვიღაც ასკაციანი დაჯგუფების აზრმა ჩემზე გავლენა მოახდინოს?!. უკაცრავად!..

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, საზოგადოებისგან დაიმსახუროს პოზიტიური დამოკიდებულება თავისი სწორი საქმიანობით. რა თქმა უნდა, არ არის სწორი, როცა ხშირ შემთხვევაში, მახინჯი ქალები შორენა ბეგაშვილს აკრიტიკებენ ინტერნეტსივრცეში. არ ვიცი, ვის რას უშავებს შორენა. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი ყოფით, ქცევით, საზოგადოებას აღიზიანებენ. ჰგონიათ, რომ პოპულარულები არიან და თავს ''სვეტებად'' მიიჩნევენ, რაც ასე არ არის. ''სვეტების სიას'' ამ ქალაქში ხომ დათო დოიაშვილი აყალიბებს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება