იუნა შაფათავა: დახურულ თეთრეულს ვერ ვატარებ

იუნა შაფათავა: დახურულ თეთრეულს ვერ ვატარებ

გემომეტრის სტუმრები იუნა შაფათავა და ზაზა ბეჟაშვილი, იგივე ზუზუ, ფავორიტი სამოსის მაღაზიებისა და სილამაზის სალონების შესახებ ისაუბრებენ.

იუნა შაფათავა:

- ამას წინათ ავიღე ხელფასი, შევირბინე სპორტის სასახლეში მაღაზია ''აუთლეტში'', სადაც 70 ლარად იყო ფეხსაცმელი, მაგრამ ვერ შევარჩიე, ამიტომ გადავირბინე ''რივერ აილენდში'' და ვიყიდე მაღალქუსლიანი ''ბასანოჩკი'' და თეთრეული. ჩემთვის ბრენდს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ქუჩაში რაღაც რომ მომეწონოს, შემიძლია, მანქანიდან გადმოვიდე და ვიყიდო, ლარად მაქვს კაბა ნაყიდი რომელიღაც სექენდ ჰენდში. ძვირიანი ბრენდები ძალიან მომწონს, მაგრამ არა-ნორმალურად მაღალი ფასები აქვს, წელიწადში ერთხელ საზღვარგარეთ მივდივარ და თუ საშუალება მაქვს, ვყიდულობ რაღაცებს.

ჩემი საყვარელი ადგილია თეთრეულის მაღაზია, მაგრამ ჩემი საყვარელი სტრინგი თბილისში არ იშოვება, ვინაიდან გარყვნილებად მიიჩნევა. ახლა მოდაშია დახურული თეთრეული, რომელსაც მე ვერ ვატარებ, არ მომწონს. სათვალეებით ჩემი დები მანებივრებენ, დეას ყველა მარკის ფეხსაცმელი აქვს და მეც ვსარგებლობ ამით.

- რაც შეეხება სილამაზის სალონებს.

- თმას თვითონ ვიკეთებ. სალონ ''კარინაში'' დავდივარ გიორგისთან, მანიკიურისთვის დავდივარ ერთ ქალბატონთან, რომელიც თეა აბაშმაძის სალონში მუშაობდა. რაც შეეხება ტანის მოვლას, სოლარიუმს იშვიათად, მაგრამ მაინც სალონ ''ლეტუალს'' ვსტუმრობ. ფიზიკური დატვირთვისა და ცურვისთვის ''ოლიმპიკში'' დავდივარ, მასაჟისთვის - ''ლოტუსში'' და ძალიან კმაყოფილი ვარ. კოსმეტოლოგიური თვალსაზრისით კი ''მედი'' ჩემი ამოსავალი წერტილია. ასევე დადიანზე ''ელიტა მედიში'' დავდივართ მთელი ოჯახი, კოსმეტოლოგ ლიკასთან.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება