ქართველი მოდელი შესაძლოა Dolce & Gabbana-ს სახე გახდეს

ქართველი მოდელი შესაძლოა Dolce & Gabbana-ს სახე გახდეს

ანა ახვლედიანი Dolce & Gabbana-ს კასტინგის რჩეული გახდა. ულამაზესი ქართველი მოდელი 500 გოგონაში აარჩიეს და უკვე ფოტოებიც გადაუღეს, რომელიც სექტემბერში დაიბეჭდება. მილანში პირველ წარმატებამდე 18 წლის ანას სამოდელო სამყაროსთან შეხება არასოდეს ჰქონია, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი გოგონა ერთ თვეში ცნობილი ბრენდის ფავორიტი გახდა.

ანა ახვლედიანს Dolce & Gabbana-ს სახეს ბიანკა ბალტის ამსგავსებენ. როგორც ცნობილი იტალიელი ლამაზმანის ქართველი ასისტენტი გიორგი პაპიძე ამბობს (იგი ახლა კარიერის გაკეთებაში ქართველ მოდელს ეხმარება) ანა ახვლედიანს ყველა პარამეტრი აქვს იმისთვის, რომ იტალიური ბრენდის სახე გახდეს. სექტემბრიდან მოდელი ლონდონში, მილანსა და პარიზში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს მოდის კვირეულებში. გახდება თუ არა ქართველი მოდელი ცნობილი ბრენდის სახე, მომავალი გვიჩვენებს.

ნახეთ ფოტოგალერეა

ნახეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება