თბილისელი კონკიას საოცარი თავგადასავალი ნიუ-იორკში: ვინ არის "ვიქ­ტო­რია სეკ­რე­ტი"-ს გამომწვევი ქართველი ლამაზმანი (VIDEO + 24 PHOTO)

თბილისელი კონკიას საოცარი თავგადასავალი ნიუ-იორკში: ვინ არის "ვიქ­ტო­რია სეკ­რე­ტი"-ს გამომწვევი ქართველი ლამაზმანი (VIDEO + 24 PHOTO)

მსა­ხი­ობ გი­ორ­გი გურ­გუ­ლი­ას­გან შე­ვიტყ­ვე, რომ ამე­რი­კა­ში ერ­თი ქარ­თ­ვე­ლი გო­გო­ნა საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლი მო­დე­ლია. მი­სი ფო­ტო­ე­ბი ისე­თი ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლე­ბის გა­რე­კან­ზე იბეჭ­დე­ბა, რო­გო­რე­ბი­ცაა: "კოს­მო­პო­ლი­ტე­ნი", "GQ", "ვიქ­ტო­რიას სეკ­რე­ტი" და ა.შ.

ვიქ­ტო­რია პლე­შა­კო­ვა წარ­მო­შო­ბით უკ­რა­ი­ნე­ლია, თუმ­ცა, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და და შე­სა­ბა­მი­სად, მი­იჩ­ნევს, რომ ქარ­თ­ვე­ლია. 15-წლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ, ვიქ­ტო­რია სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეს­ტუმ­რა და ინ­ტერ­ვი­უ­ზეც დაგ­ვ­თან­ხ­მ­და.

- 14 წლის ვი­ყა­ვი, სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­ს­ში, "მის თბი­ლი­სი-99"-ში რომ მი­მიწ­ვი­ეს. "მის მო­მა­ვა­ლი მო­დე­ლის" ტი­ტუ­ლი მო­მა­ნი­ჭეს. ამ კონ­კურ­ს­ზე ჩვე­ნი ქო­რე­ოგ­რა­ფი თეა მა­ქა­ცა­რია გახ­ლ­დათ, რომ­ლის მიწ­ვე­ვი­თაც "ქარ­თუ­ლი მო­დის სახ­ლის" სა­ხე გავ­ხ­დი. ერ­თ­წ­ლი­ა­ნი კონ­ტ­რაქ­ტი გა­ვა­ფორ­მეთ და ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერთ ჩვე­ნე­ბა­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. ვთა­ნამ­შ­რომ­ლობ­დი ავ­თო ცქვი­ტი­ნი­ძე­სა და მა­კა ასა­თი­ან­თან. რამ­დე­ნი­მე რეკ­ლა­მა­შიც გა­და­მი­ღეს. კონ­ტ­რაქ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა სა­ა­გენ­ტო "ამ­სას­თან" გა­ვა­ფორ­მე, კი­დევ ერთ კონ­კურ­ს­ში, "მის მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნი" მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და გა­ვი­მარ­ჯ­ვე. სა­ჩუქ­რად კი 175.000 დო­ლა­რი გად­მომ­ცეს. კონ­კურსს გერ­მა­ნე­ლი სტუ­მა­რი, ტო­მას ზო­ი­მე­რი ეს­წ­რე­ბო­და, რო­მელ­საც ამე­რი­კა­ში დი­დი სა­ა­გენ­ტო ჰქონ­და. მან ნიუ-იორ­კ­ში მი­მიწ­ვია და ორ­წ­ლი­ა­ნი კონ­ტ­რაქ­ტი გა­მი­ფორ­მა. მა­შინ მხო­ლოდ 15 წლის ვი­ყა­ვი. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამე­რი­კა­ში გა­ვემ­გ­ზავ­რე და ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი მო­დე­ლი ვარ, რო­მე­ლიც იქ სე­რი­ო­ზუ­ლად მუ­შა­ობს. იქ "სა­მა­რი­ა­ჟოდ" და "კარ­გად გა­სათხო­ვებ­ლად" არ წავ­სულ­ვარ.

- ნიუ-იორ­კ­ში მარ­ტო გა­ემ­გ­ზავ­რე?

- კი, მარ­ტო გა­ვემ­გ­ზავ­რე. ნიუ-იორ­კ­ში "მეტ­რო­პო­ლი­ტენ მო­დელ აგენ­სის" ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტი, გი­ორ­გი რცხი­ლა­ძე დამ­ხ­ვ­და.

- რო­მე­ლი­მე ბრენ­დის სა­ხე ხომ არ ყო­ფილ­ხარ?

- და­ახ­ლო­ე­ბით 50 ბრენ­დ­თან მი­მუ­შა­ვია. ასე­ვე, ხში­რად გა­მოვ­დი­ვარ ნიუ-იორ­კის, მა­ი­ა­მი­სა და სხვა მო­დის კვი­რე­უ­ლებ­ზე. ძა­ლი­ან კარგ ბრენ­დებ­თან მო­მიხ­და მუ­შა­ო­ბა. "ე­ი­ვო­ნის" სა­ხე გახ­ლ­დით, "შა­ნე­ლის" პო­მა­დებს ვუ­კე­თებ­დი რეკ­ლა­მას, შამ­პუ­ნის - "პან­ტი­ნის" რეკ­ლა­მა­შიც გა­და­მი­ღეს. ასე­ვე ფო­ტო­სე­სი­ე­ბი მქონ­და ისე­თი ჟურ­ნა­ლე­ბის­თ­ვის, რო­გო­რე­ბი­ცაა "კოს­მო­პო­ლი­ტე­ნი" და "ვიქ­ტო­რიას სეკ­რე­ტი". 15 წე­ლია, ამ რე­ჟიმ­ში ვმუ­შა­ობ. ბო­ლოს სა­ა­გენ­ტო "ე­ლიტ­თან" ვთა­ნამ­შ­რომ­ლობ­დი. კონ­ტ­რაქ­ტი დას­რულ­და და მათ მი­სი გაგ­რ­ძე­ლე­ბა სურ­დათ, მაგ­რამ უარი ვუთხა­რი. მინ­და, ცო­ტა და­ვის­ვე­ნო. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, მო­ვი­ფიქ­რებ, ურ­თი­ერ­თო­ბას მათ­თან გან­ვაგ­რ­ძობ თუ სხვა რო­მე­ლი­მე სა­ა­გენ­ტოს­თან და ამე­რი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ახალ კონ­ტ­რაქტს გა­ვა­ფორ­მებ. კონ­ტ­რაქ­ტის პი­რო­ბებ­ში კი დას­ვე­ნე­ბას ვერ მო­ვა­ხერ­ხებ­დი... ამ 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლად არის, რომ სა­მი თვე ვის­ვე­ნებ. თუმ­ცა, მო­დე­ლო­ბის ხიბ­ლი იმა­შიც არის, რომ მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, თით­ქ­მის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში ვარ ნამ­ყო­ფი. მარ­თა­ლია, სა­მუ­შაო რე­ჟი­მით, მაგ­რამ ბევ­რი რამ ვნა­ხე. იქ ჩა­სუ­ლი, მუ­შა­ო­ბას­თან ერ­თად, ქა­ლა­ქის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა­საც ვა­ხერ­ხებ­დი. მა­გა­ლი­თად, ახ­ლა, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­მოს­ვ­ლამ­დე, ეს­პა­ნეთ­ში გახ­ლ­დით, სა­დაც ქარ­თუ­ლი ცენ­ტ­რი, "ევ­რო ჯორ­ჯი­ა" მუ­სი­კა­ლუ­რი ტა­ლან­ტე­ბის ყო­ველ­წ­ლი­ურ კონ­კურსს - "რე­ა­ლუ­რი ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი" - ატა­რებს. ამ კონ­კურ­ს­ზე ჟი­უ­რის წევ­რად მი­მიწ­ვი­ეს. ამას­თა­ნა­ვე, იქ­ვე ძა­ლი­ან პრეს­ტი­ჟულ "ფე­შენ ვიკ­ში" "MARBELLA LUXURY" ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. მე­რე კი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­მო­ვემ­გ­ზავ­რე.

- 15 წე­ლი საკ­მა­ოდ პა­ტა­რა ასა­კია იმი­სათ­ვის, რომ გო­გო­ნა ამე­რი­კა­ში წა­ვი­დეს და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბა და­იწყოს. რო­გორ და­იმ­კ­ვიდ­რე თა­ვი?

- მა­შინ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მძი­მე პე­რი­ო­დი იყო. არც შუ­ქი გვქონ­და და არც - წყა­ლი. სამ­სა­ხურ­ზე ლა­პა­რა­კი ხომ ზედ­მე­ტი იყო. ჩემს ოჯახს მა­ტე­რი­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან უჭირ­და. მიზ­ნად და­ვი­სა­ხე, ოჯახს დავ­ხ­მა­რე­ბო­დი და ასეც მო­ვი­ქე­ცი. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მე­ნატ­რე­ბოდ­ნენ ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ჩე­მი სამ­შო­ბლო, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერს გა­ვუ­ძე­ლი. ამის გა­მო დეპ­რე­სი­ა­ში არ ჩავ­ვარ­დ­ნილ­ვარ. რო­გორც ჩანს, ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ვარ. იქა­უ­რი ცხოვ­რე­ბის წესს საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვად შე­ვეწყ­ვე და დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბაც შე­ვი­ძი­ნე.

- ამე­რი­კუ­ლი მო­დის ბიზ­ნეს­ში შენ გარ­და კი­დევ არის ქარ­თ­ვე­ლი?

- რა თქმა უნ­და, არი­ან. ამე­რი­კა­ში მუ­შა­ო­ბენ დი­ზა­ი­ნე­რე­ბი - ნი­ნი ქეი, უტა ბე­ქაია და სხვე­ბი.

- პირ­ვე­ლი კონ­ტ­რაქ­ტის დას­რუ­ლე­ბის მე­რე რამ გა­და­გაწყ­ვე­ტი­ნა იქ დარ­ჩე­ნა?

- მე­ო­რე კონ­ტ­რაქ­ტი შე­მომ­თა­ვა­ზეს, რო­მელ­ზეც უარი არ ვთქვი. სულ მქონ­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი. ხან სად მე­პა­ტი­ჟე­ბოდ­ნენ და ხან - სად. მუ­შა­ო­ბის გა­მო, სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა ვე­ღარ მო­ვა­ხერ­ხე.

- რო­მე­ლი­მე ფილ­მ­ში ხომ არ მი­გიწ­ვი­ეს?

- ფილ­მ­ში არა, მაგ­რამ შარ­შან მსოფ­ლი­ო­ში პო­პუ­ლა­რულ სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ში - project runway მო­დელ ჰა­ი­დი კლუმ­თან, დი­ზა­ი­ნერ ზაც პო­სენ­თან, სტი­ლისტ ტიმ გუნ-თან ერ­თად ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. პრო­ჯეცტ რუნ­წაყ-მ პო­პუ­ლა­რო­ბას­თან ერ­თად კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა შემ­ძი­ნა.

- ქარ­თ­ვე­ლი მე­გობ­რე­ბი თუ გყავს?

- ძა­ლი­ან ბევ­რი. ბავ­შ­ვო­ბი­დან ჩემ­ზე უფ­როს ადა­მი­ა­ნებ­თან მე­გობ­რო­ბა უფ­რო მხიბ­ლავ­და. ამი­ტომ ახ­ლაც ძი­რი­თა­დად, ჩემ­ზე უფ­რო­სი მე­გობ­რე­ბი მყავს. თა­ვი­სუ­ფალ დროს სულ ერ­თად ვა­ტა­რებთ.

- შე­ნი ერ­თი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დღე რო­გო­რია?

- დი­ლის სა­უზ­მის შემ­დეგ ელექ­ტ­რო­ნულ ფოს­ტას ვა­მოწ­მებ. მე­რე კი კას­ტინ­გებ­ზე მივ­დი­ვარ. კვი­რის ბო­ლოს ჩე­მი აგენ­ტი მი­რე­კავს და მე­უბ­ნე­ბა, თუ რო­მელ­მა დი­ზა­ი­ნერ­მა "დამ­ბ­რო­ნა". მე­რე მიგ­ზავ­ნის მათ სა­ხელ­სა და გვარს და მი­სა­მართს. ამ მი­სა­მარ­თებ­ზე მივ­დი­ვარ და გა­და­ღე­ბე­ბი მაქვს.

- თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო რამ­დე­ნად ხში­რად გაქვს?

- ძი­რი­თა­დად, ეს ზაფხულ­ში ხდე­ბა, რო­ცა ძა­ლი­ან ცხე­ლა. გარ­და ამი­სა, შა­ბა­თი და კვი­რა ყო­ველ­თ­ვის თა­ვი­სუ­ფა­ლი მაქვს. ამ დღე­ებ­ში მე­გობ­რე­ბი მო­დი­ან სტუმ­რად, ვმღე­რით, ვცეკ­ვავთ. ჩვე­ნი ბენ­დი გვაქვს და კარგ დროს ვა­ტა­რებთ. ზღვა­ზეც ხში­რად დავ­დი­ვართ ან ლაშ­ქ­რო­ბა­ში - კარ­ვე­ბით. მგო­ნი, საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა მაქვს.

- წელს პირ­ვე­ლად ხარ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. 15 წლის უნა­ხავ თბი­ლის­ზე რო­გო­რი რე­აქ­ცია გქონ­და?

- ვე­რა­ფე­რი ვი­ცა­ნი. მე­გო­ნა, სიზ­მარ­ში ვი­ყა­ვი. თბი­ლი­სი იმ­დე­ნად პა­ტა­რა მო­მეჩ­ვე­ნა, ჩე­მი სახ­ლიც კი და­პა­ტა­რა­ვე­ბუ­ლა. რო­გორც ჩანს, მე რომ გა­ვი­ზარ­დე, ასე იმი­ტომ მო­მეჩ­ვე­ნა. ახ­ლა ნელ-ნე­ლა მი­ვეჩ­ვიე.

- ამ 15 წლის მან­ძილ­ზე შე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბი არ გი­ნა­ხავს?

- არა. დე­დას ამე­რი­კა­ში წაყ­ვა­ნა მხო­ლოდ ორი წლის წინ მო­ვა­ხერ­ხე. "მწვა­ნე ბა­რა­თი" გა­ვუ­კე­თე და ჩემ­თან ჩა­მო­ვი­და. ის ერთ-ერთ ამე­რი­კულ ოჯახ­ში, ორ ბავშვს რუ­სულ ენას ას­წავ­ლის. "სკა­ი­პი" რომ შე­მო­ვი­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, დე­დამ მა­შინ პირ­ვე­ლად და­მი­ნა­ხა კომ­პი­უ­ტე­რის მეშ­ვე­ო­ბით და ბევ­რი იტი­რა. ახ­ლა ხომ ორი წე­ლია, იქ არის, მაგ­რამ რო­ცა მხე­დავს, მა­ინც სულ ეტი­რე­ბა. ამ­ბობს, სა­მი შვი­ლი გა­ვა­ჩი­ნე და მა­ინც მარ­ტო დამ­ტო­ვე­თო. ერ­თი და გათხო­ვი­ლია და მე­უღ­ლე­სა და შვილ­თან ერ­თად ბა­თუმ­ში ცხოვ­რობს. მე­ო­რე და­საც ჰყავს ქა­ლიშ­ვი­ლი - ლი­ზი­კო. ამე­რი­კა­ში დე­და ჩემ­თან არ ცხოვ­რობს, ხან­და­ხან მსტუმ­რობს ხოლ­მე.

- ცო­ტა უტაქ­ტო შე­კითხ­ვა უნ­და და­გის­ვა. კარ­გი ანაზღა­უ­რე­ბა გაქვს?

- საკ­მა­ოდ კარ­გი. უკ­მა­ყო­ფი­ლო ნამ­დ­ვი­ლად არ ვარ. მა­გა­ლი­თად, დე­ი­დას თბი­ლის­ში ბი­ნა ვუ­ყი­დე. რო­ცა ამე­რი­კა­ში გა­ვემ­გ­ზავ­რე, ჩე­მი ოჯა­ხის არც ერ­თი წევ­რი არ მუ­შა­ობ­და. დე­და­სა და ჩე­მი დე­ბის გარ­და, ბი­ძა­სა და დე­ი­და­საც მუდ­მი­ვად ვეხ­მა­რე­ბო­დი. ახ­ლა დე­და შე­მეშ­ვე­ლა, ისიც ხომ მუ­შა­ობს და ამი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტე, რომ და­მეს­ვე­ნა.

- ახ­ლა პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე ვი­სა­უბ­როთ. ალ­ბათ უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მ­ცე­მე­ლი გყავს, თა­ნაც - სხვა­დას­ხ­ვა ეროვ­ნე­ბის. თა­ვად რო­მე­ლი ეროვ­ნე­ბის მა­მა­კა­ცებს ანი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას?

- ჰო, საკ­მა­ოდ ბევ­რი მა­მა­კა­ცი გა­მო­ხა­ტავ­და ჩე­მი მი­სა­მარ­თით სიმ­პა­თი­ებს. მე­გო­ბა­რი მე­ხუმ­რე­ბა ხოლ­მე, - შენ მხო­ლოდ მა­მა­კა­ცებს კი არა, მგო­ნი, ხე­ებ­საც მოს­წონ­ხა­რო. რაც შე­ე­ხე­ბა მა­მა­კა­ცებს, ორი წლის წინ გავ­თხოვ­დი და ჩე­მი მე­უღ­ლე, ზუ­რა ალა­ვი­ძე ქარ­თ­ვე­ლია. თუმ­ცა, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ე.წ. აზი­ა­ტი ქარ­თ­ვე­ლია. ჩემს საქ­მე­ში სა­ერ­თოდ არ ერე­ვა და არა­ფერ­ში მზღუ­დავს. აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პი­როვ­ნე­ბა ვარ. ზუ­რას სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი აქვს. ნიუ-იორ­კ­ში იტა­ლი­უ­რი რეს­ტო­რა­ნი გახ­ს­ნა.

- რა­ტომ შე­ა­ჩე­რე არ­ჩე­ვა­ნი ქარ­თ­ველ­ზე?

- მე­გობ­რე­ბი ყო­ველ­თ­ვის მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, აჯო­ბებს, თუ ქარ­თ­ველ მა­მა­კაცს გაჰ­ყ­ვე­ბი ცო­ლა­დო.

- და და­უ­ჯე­რე?

- რა თქმა უნ­და. ისი­ნი ხომ ჩე­მი ოჯა­ხის წევ­რე­ბი არი­ან. ჩვენ ერ­თ­მა­ნეთ­ისგან და­ფა­რუ­ლი არა­ფე­რი გვაქვს, ნე­ბის­მი­ერ სა­კითხ­ზე ვსა­უბ­რობთ და ვმსჯე­ლობთ, თუმ­ცა, ნამ­დ­ვი­ლად არ ვგეგ­მავ­დი გათხო­ვე­ბას. ყვე­ლა­ფე­რი მო­უ­ლოდ­ნე­ლად მოხ­და. ახ­ლა მი­ხა­რია, რომ ეს ნა­ბი­ჯი გა­დავ­დ­გი, ზედ­მე­ტად აღა­რა­ვინ შე­მა­წუ­ხებს.

- მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე რო­გორ გა­ი­ცა­ნი?

- ამე­რი­კა­ში ჩას­ვ­ლის­თა­ნა­ვე სა­ერ­თო მე­გობ­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ერ­თ­მა­ნე­თი სა­ბა­ლე­ტო წარ­მოდ­გე­ნა­ზე გა­ვი­ცა­ნით. მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ვმე­გობ­რობ­დით. ჩვენ შო­რის არა­ნა­ი­რი გრძნო­ბა არ ყო­ფი­ლა, მხო­ლოდ მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით და მის­გან და­მა­ლუ­ლი არა­ფე­რი მქო­ნია. ყვე­ლა­ფერს ვუყ­ვე­ბო­დი. ის სა­კუ­თარ თავ­ზე არა­ფერს მიყ­ვე­ბო­და, თუმ­ცა, მე­გო­ბარ გო­გო­ნებს მაც­ნობ­და ხოლ­მე.

- შვი­ლი არ გყავთ?

- არა და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში არც ვგეგ­მავთ.

- ზუ­რას ოჯა­ხი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ცხოვ­რობს?

- კი, აქ არი­ან, მაგ­რამ ჩვენ­თან სტუმ­რად ხში­რად ჩა­მო­დი­ან ხოლ­მე. არ მინ­და, ხმა­მა­ღა­ლი ნათ­ქ­ვა­მი გა­მო­მი­ვი­დეს, მაგ­რამ ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ.

- ახ­ლა შე­ნი მე­უღ­ლეც სა­ქარ­თ­ვე­ლო­შია?

- არა. აგ­ვის­ტოს შუა რიცხ­ვებ­ში ჩა­მო­ვა და და­სას­ვე­ნებ­ლად სტამ­ბოლ­ში წა­ვალთ.

- მო­დე­ლის კა­რი­ე­რა ასაკ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. რო­ცა მო­დე­ლო­ბას და­ას­რუ­ლებ, რას გა­ა­კე­თებ?

- მო­დე­ლის­თ­ვის ასა­კი სუ­ლაც არ არის მთა­ვა­რი. მთა­ვა­რია, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბი და რო­გორ გან­წყო­ბა­ზე ხარ. ჯერ ვერ გა­დავ­წყ­ვი­ტე, კა­რი­ე­რას რო­გორ გან­ვაგ­რ­ძობ. ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად მინ­და, რაც სამ­წუ­ხა­როდ, არ გა­მო­დის. უფ­რო მო­დე­ლე­ბის სა­ა­გენ­ტოს და­არ­სე­ბა­ზე ვფიქ­რობ. ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­ში.

- ამ სა­ა­გენ­ტოს ამე­რი­კა­ში გახ­ს­ნი?

- რა თქმა უნ­და.

- ე.ი. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას აღარ აპი­რებ?

- რა­ტო­მაც არა? ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია.

- მარ­თა­ლია, რეს­ტორ­ნის მფლო­ბე­ლე­ბი ხართ, მაგ­რამ სა­ო­ჯა­ხო საქ­მი­ა­ნო­ბა თუ გე­ხერ­ხე­ბა?

- კი. მშვე­ნივ­რად ვამ­ზა­დებ ქარ­თულ კერ­ძებს. სხვა­თა შო­რის, ბა­ჟეს მომ­ზა­დე­ბა ზუ­რას დე­დამ მას­წავ­ლა. ღო­მი კი თა­ვად ვის­წავ­ლე. მე­გობ­რე­ბი სულ მპირ­დე­ბოდ­ნენ, გას­წავ­ლი­თო, მაგ­რამ ვერ მო­ა­ხერ­ხეს. წა­ვე­დი და ეს­პა­ნუ­რი ღერ­ღი­ლი ვი­ყი­დე. სი­მინ­დის ქვე­ყა­ნა ხომ ეს­პა­ნე­თია. გა­ვამ­ზა­დე ღო­მი და თა­იმს-სკვერ­ში ჩემს ქარ­თ­ველ მე­გობ­რებს წა­ვუ­ღე. ღო­მი და სულ­გუ­ნი რომ და­ი­ნა­ხეს, გა­და­ი­რივ­ნენ, - ნამ­დ­ვი­ლად ვერ წარ­მოგ­ვედ­გი­ნა, აქ თუ ღომს შევ­ჭამ­დი­თო, მითხ­რეს. მოკ­ლედ, კარ­გი კუ­ლი­ნა­რი ვარ, თუმ­ცა, სა­დი­ლებს იშ­ვი­ა­თად ვამ­ზა­დებ.

- ქარ­თ­ვე­ლე­ბის ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე რას იტყ­ვი?

- ძა­ლი­ან კარ­გი გე­მოვ­ნე­ბა აქვს თით­ქ­მის ყვე­ლას. ქარ­თ­ვე­ლებს ძა­ლი­ან კარ­გად აც­ვი­ათ. ასე­ვე კარ­გად იმო­სე­ბი­ან ევ­რო­პა­შიც, მაგ­რამ ამე­რი­კა­ში - არა. მე უკ­ვე მიჩ­ვე­უ­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ დე­და­ჩე­მი თა­ვი­დან შოკ­ში იყო. იქა­უ­რებს "შუ­ბა­ზე" შე­უძ­ლი­ათ ბრი­ლი­ან­ტის სამ­კა­უ­ლი გა­ი­კე­თონ და ფეხ­ზე ე.წ. "ბა­ლეტ­კე­ბი" ჩა­იც­ვან. სა­ერ­თოდ არ ფიქ­რო­ბენ სტილ­ზე. სა­ღა­მოს კა­ბა­ზე შე­უძ­ლი­ათ ბო­ტა­სე­ბი ჩა­იც­ვან, თუმ­ცა ამას გა­მარ­თ­ლე­ბაც აქვს. სად­მე რომ მი­დი­ან, თა­ვი კომ­ფორ­ტუ­ლად უნ­და იგ­რ­ძ­ნონ და ბო­ტასს იც­მე­ვენ, ჩან­თა­ში კი მა­ღალ­ქუ­ს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი უდევთ და ლიფ­ტ­ში იც­ვ­ლი­ან. უნ­და ვა­ღი­ა­რო, რომ მეც ასე­თი ჩვე­ვა მაქვს. ლიფ­ტ­ში ვიც­ვ­ლი ხოლ­მე.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

ნა­თია ჟი­ვი­ძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება