ქეთა თოფურია და მისი მეუღლე ვერ შეთანხმდნენ

ქეთა თოფურია და მისი მეუღლე ვერ შეთანხმდნენ

რუსეთში მოღვაწე ქართველი პოპ-შემსრულებელი ქეთა თოფურია მუდმივად რუსული მედიის ყურადღების ცენტრშია. ამჯერად ყვითელი პრესა ქეთას საზაფხულო გეგმებით დაინტერესდა, თუმცა რეიტინგული რესპოდენტისგან სასურველი პასუხი ვერ მიიღო. თურმე ვარსკვლავებსაც უჭირთ დასასვენებელი ადგილის შერჩევა. ყოველ შემთხვევაში, ქეთას და მის მეუღლეს ასე დაემართათ - ვერ გაუგიათ, სად გაატარონ საზაფხულო არდადეგები.

"როგორც წესი, მე და ჩემი მეუღლე ერთად წინასწარ ვგეგმავთ, სად გავატაროთ დასვენების დღეები, მაგრამ ახლა რატომღაც ვერა და ვერ გადავწყვიტეთ. საფრანგეთში წავიდეთ, იტალიაში თუ სხვა ლამაზ ქვეყანაში, სადაც ზღვა, მზე და და გემრიელი საჭმელები არ მოგვაკლდება" - განუცხადა ქეთამ ჟურნალისტებს. კარგად დასვენება კი ქეთას მართლაც სჭირდება, რადგან შემოდგომით ჯგუფი "ა-სტუდიო" სოლოკონცერტისთვის ემზადება, რომელშიც სიმფონიური ორკესტრიც ჩაერთვება.

მომზადებულია chanson.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება