თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გაიმარჯვა

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გაიმარჯვა

თურქეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, თურქეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გაიმარჯვა. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება. რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, არჩევნებში მონაწილეთა ხმების 52% მიიღო.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით კი, ამ დროისთვის ხმების 95%-ია დათვლილი. ოპოზიციის მთავარმა კანდიდატმა ექმელედინ ისხანოღლუმ ხმების 38% მიიღო, მესამე კანდიდატმა სელიახატინ დემირტაშმა კი, 9,8%.

თურქეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს რეჯეპ ტაიპ ერდოღანი 2003 წლიდან იკავებდა. ქვეყნის კონსტიტუციით, ერდოღანს, თურქეთის პრემიერ-მინისტრად კიდევ ერთი ვადით დარჩენის უფლება არ ჰქონდა.

საპრეზიდენტო არჩევნებამდე რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა პირობა დადო, რომ ცვლილებებს განახორციელებს ქვეყნის კონსტიტუციაში, რათა პრეზიდენტს უფრო მეტი უფლებამოსილება ჰქონდეს. ამასთან, თურქეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა.

"ბიბისის" ცნობით, თურქეთის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 28 აგვისტოს გაიმართება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა