მოსკოვის მაღაზიებში პროდუქტები გაქრა? - რა ხდება ემბარგოს დაწესების შემდეგ

მოსკოვის მაღაზიებში პროდუქტები გაქრა? - რა ხდება ემბარგოს დაწესების შემდეგ

მოსკოვში სურსათის მაღაზიებში პროდუქტების დეფიციტია. ინფორმაციას ამის შესახებ ცნობილი ბლოგერი რუსტემ ადაგამოვი სოცილაურ ქსელში ავრცელებს.

ადაგამოვის ინფორმაციით, დედაქალაქის რამდენიმე მაღაზიაში დახლებზე რძისა და ხორცპროდუქტების დეფიციტია. რაც იმას ნიშნავს, რომ პუტინის სანქციებმა პირველი სავალალო შედეგები რამდენიმედღიანი ემბარგოს შემდეგ უკვე აჩვენა.

ბლოგერის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ტელეკომპანია ДОЖДЬ-ის კორესპონდენტმა გადაამოწმა, რომელმაც მოსკოვის რამდენიმე სუპერმარკეტი მოიარა იმაში დასარწმუნებლად, ემუქრებათ თუ არა მოსკოველებს საკვების დეფიციტი. როგორც ჟურნალისტი ამბობს, მსგავსი ფაქტი მხოლოდ ერთ მაღაზიაში დაფიქსირდა.

რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა ბრძანებულება, რომ რუსეთი აწესებს სრულ აკრძალვას საქონლის, ღორის და ფრინველის ხორცის, თევზის, ყველის, რძის პროდუქტების, თხილის, ბოსტნეულისა და ხილის შემოტანაზე. ემბარგო ეხება ევროკავშირის ქვეყნებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ავსტრალიას, კანადასა და ნორვეგიას.

ნახეთ ვიდეო

წყარო: tvrain.ru

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა