რუსეთის საგანგებო სამსახურის ავტოკოლონა უკრაინისკენ გაემართა

რუსეთის საგანგებო სამსახურის ავტოკოლონა უკრაინისკენ გაემართა

რუსეთის საგანგებო სამსახურის ავტოკოლონა დონბასის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით, უკრაინაში გაემართა.

უკრაინული მედიის ცნობით, კოლონის შემადგენლობაში 280 სატვირთო ავტომანქანაა, რომელთაც უკრაინაში 2 ათასი ტონა ჰუმანიტარული ტვირთი, მათ შორის სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტი, მედიკამენტები და სასმელი წყალი ჩააქვთ.

liga.net-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ლუგანსკის ოლქში ჰუმანიტარული დახმარების საერთაშორისო მისიის გაგზავნის ინიციატივით გამოვიდა. უკრაინული მხარის გარდა, მისიაში ჩართულები იქნებიან აშშ, ევროკავშირი და რუსეთი. ინიციატივას მხარი დაუჭირა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა იტალიის პრემიერ-მინისტრ მატეო რენცისთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ ჰუმანიტარული დახმარება მხოლოდ კიევის თანხმობით უნდა შევიდეს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა