ანჯელინა ჯოლი "ლომკაში"- მსახიობი წარსულის გასაჯაროებისთვის ბრიტანულ ტაბლოიდს უჩივის

ანჯელინა ჯოლი "ლომკაში"- მსახიობი წარსულის გასაჯაროებისთვის ბრიტანულ ტაბლოიდს უჩივის

39 წლის ანჯელინა ჯოლი აღშფოთებულია, რომ ბრიტანული ტაბლოიდის, Daily Mail-ის წყალობით მისი წარსულიდან მაკომპრომეტირებელი კადრები საზოგადოების განსჯის საგანი გახდა.

მსახიობმა ბრიტანული ტაბლოიდის წინააღმდეგ სასამართლოში შეიტანა სარჩელი. როგორც გაზეთი The Times  წერს, ვიდეოში, რომელიც Daily Mail-მა გაასაჯაროვა, ანჯელინა ჯოლი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება.

მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ წარსული მას არცთუ სახარბიელო ჰქონდა, ამ ვიდეოს გამოქვეყნებას ის მაინც "ადამიანის პირად ცხოვრებაში უხეშ ჩარევას" უწოდებს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ 68 წლის, ვინმე ფრანკლინ მეიერმა, რომელიც ამტკიცებს, რომ 20 წლის წინ ანჯელინა ჯოლის პირადი ნარკოდილერი გახლდათ, გამოცემა National Enquirer-ს მიჰყიდა ჩანაწერები, სადაც ვარსკვლავი აშკარად არ არის ფხიზელ მდგომარეობაში. ეს ვიდეო კი ტაბლოიდმა Daily Mail-მა გამოაქვეყნა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება