''ორი თვე ვიწექით საავადმყოფოში, ექიმებმა სიკვდილს გამოგვგლიჯეს ხელიდან''...

''ორი თვე ვიწექით საავადმყოფოში, ექიმებმა სიკვდილს გამოგვგლიჯეს ხელიდან''...

ხატია სიჭინავამ ჯერ მანქანა იყიდა და მართვის სწავლა მერე დაიწყო. მეორე მანქანა მეუღლემ უსახსოვრა. ეს იყო სიურპრიზი, პირველი შვილისთვის მადლობის ნიშნად. მეორე შვილს ახალი სიურპრიზი მოჰყვა, ახალი მანქანის სახით. დღეს ტელეწამყვანი კვლავ ფეხმძიმედ არის და დღე-დღეზე ბავშვს ელოდება, ამიტომ კატეგორიულად გააფრთხილა ქმარი, მანქანის გამოცვლა აღარ მინდაო.

- ხატია, პირველად როდის მიუჯექი საჭეს?

- ჯერ მანქანა ვიყიდე და მერე დავიწყე მართვის სწავლა. ერთი კვირა მარტო დავდიოდი მანქანით ქალაქში. ამოვირჩევდი რომელიმე მანქანას და დავყვებოდი უკან. ის რომ დანიშნულების ადგილზე მივიდოდა, სხვას ავედევნებოდი და ასე ნელ-ნელა ვისწავლე. ნიჭიერი აღმოვჩნდი, ადვილად ავითვისე.

- არ გეშინოდა, პატრულს რომ გაეჩერებინე?

- გამაჩერა. ეს ის პერიოდია, ''სტერეოში'' რომ ვმუშაობდი. ყველა მცნობდა ქალაქში, ძაღლი და კატაც კი. მომდევს პატრული და რუპორით მიყვირის, ხატია, გადააყენე მანქანაო. ''ჯეტა'' მყავდა მაშინ. გადავაყენე. მშვიდი სახით ვზივარ. მართვის მოწმობა მანახეო, მეუბნება პატრულის თანამშრომელი. სახლში დამრჩა-მეთქი, ვუთხარი. როდის აიღეო, მეკითხება. უფ, დიდი ხანია-მეთქი, არ დავიბენი. მოკლედ, მაგათ რას მოვატყუებდი, გაარკვიეს, რომ მართვის მოწმობა არ მქონდა და წამართვეს მანქანა. შუა რუსთაველზე დამტოვეს გაღიმებული. ძალიან გავბრაზდი, ეს როგორ გამიბედეს-მეთქი, დავურეკე ჩემს დაქალს, მომაკითხა და თმაგაშლილი გავიქეცი პატრულში. შევუვარდი საპატრულოს უფროსს და აღშფოთებული ვუყვები, მანქანა მომპარეს-მეთქი. მიზეზიც ვუთხარი. რა ტყუილად წაურთმევიათო, კი დამცინა, მაგრამ საბოლოოდ გამოიძახა ასეულის უფროსი და უთხრა, რომ მანქანა დაებრუნებინათ. დამიბრუნეს, მაგრამ იძულებული გავხდი, მართვის მოწმობა ამეღო. მთელმა საპატრულო პოლიციამ გაიგო, რომ არ მქონდა და ასე ვეღარ ვივლიდი. გამოცდაზეც ადვილად გავძვერი.

- ''ჩააწყვე''?

- არა, მეხმარებოდნენ. იმ დროს იმდენად ვიყავი მოდაში, ყველა მე მეხმარებოდა გამოცდაზე. ამის გამო, არის გარკვეული საგზაო ნიშნები, რომლებსაც დღესაც ვერ ვცნობ. არ მისწავლია და როგორ უნდა ვიცნო, ზოგს ლოგიკურად ვხვდები, რას ნიშნავს.

- ავტოსაგზაო შემთხვევა გქონია?

- კი, ოღონდ სანამ საკუთარი მანქანა მეყოლებოდა. მეგობრის, ირაკლი ორდენიძის მანქანაზე ვიჯექი. აღდგომის ღამე იყო, ეკლესიიდან მოვდიოდით, ორივე დაღლილები და უძინარები. ირაკლის ეძინებოდა და დამსვა საჭესთან. აღმოჩნდა, რომ მე უფრო მეძინებოდა. მახსოვს მხოლოდ მისი ხმა, რას შვრებიო და მეტი არაფერი, საავადმყოფოში მოვედი გონზე. საპირისპირო გზაზე გადავსულვარ და ხეს შევეჯახე 120კმ. სთ სიჩქარით. არავის უფიქრია, რომ გადავრჩებოდით. ისეთი შეჯახება იყო, რომ მანქანა გადასაგდები გახდა. ბალიში გაიხსნა და ლამის მხარში გადამტეხა, წინა საქარე მინა თავით გავიტანე. სულ ვამბობ, აღდგომის ღამე რომ არ ყოფილიყო, ვერ გადავრჩებოდით-მეთქი. ორი თვე ვიწექით საავადმყოფოში, ექიმებმა სიკვდილს გამოგვგლიჯეს ხელიდან. ამის შემდეგ ჩემი საჭესთან ჯდომა ისეთი წარმოუდგენელი იყო...

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება