ბრიტანეთის სკოლებში სტალინის თემა პოპულარულია

ბრიტანეთის სკოლებში სტალინის თემა პოპულარულია

რუსეთში დიქტატურის თემა, ქვეყანა 1855-1992 წლებში, ბრიტანეთის სკოლებში აქტუალური თემაა ისტორიაში ჩასაბარებელ გამოსაშვებ გამოცდებზე. ამის შესახებ მეტყველებს ორგანიზაცია Cambridge Assessment -ის მონაცემები. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ”ბი-ბი-სი” აქვეყნებს.

ალექსანდრე II-დან 1992 წლამდე პერიოდის რუსეთის ისტორიას გამოცდებში ჩასაბარებლად ინგლისის სკოლების მესამედში ირჩევენ.

გამოსაშვებ გამოცდებში ჩასაბარებელ საკითხად მეორე ადგილზეა ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა აშშ-ში XIX-XX- საუკუნეებში. მესამე ადგილზეა დიქტატურა და დემოკრატია გერმანიაში 1933-1963 წლებში.

კვლევამ ცხადყო, რომ ბრიტანეთში, მოსწავლეები უპირატესობას ანიჭებენ უახლესი ისტორიის შესწავლას და არა შუა და ძველი საუკუნეებისას.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა