კიევში, უკრაინის უმაღლეს რადასთან ორი ათასამდე ადამიანია შეკრებილი, რომლებიც ხელისუფლებისგან ლუსტრაციის კანონპროექტის მიღებას ითხოვენ. უკრაინული მედიის ცნობით, რადასთან შეკრებილების ერთმა ნაწილმა გრუშევსკის ქუჩის შესასვლელი გადაკეტა, მეორე ნაწილმა კი, რადას შესასვლელთან კორდონი გააკეთა.
აქტივისტების განცხადებით, ისინი შენობიდან დეპუტატებს იქამდე არ გამოუშვებენ, ვიდრე ლუსტრაციის შესახებ კანონს არ მიიღებენ.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რადას შენობას მილიციის 400 თანამშრომელი იცავს, ასევე მობილიზებულია სახანძრო მანქანები.