ოთო ფოლადაშვილმა ჯულიანა ბარ-გნარის ფოტო გულთან ამოისვირინგა? - ცნობილების ტატუმანია

ოთო ფოლადაშვილმა ჯულიანა ბარ-გნარის ფოტო გულთან ამოისვირინგა? - ცნობილების ტატუმანია

ბოლო პერიოდში სვირინგის გაკეთება მოდურ ტენდენციად იქცა, რასაც ცნობილმა სახეებმა აქტიურად აუწყვეს ფეხი. სხეულის ამოსვირინგებისას მნიშვნელოვანია, რას დაიხატავ და ასევე ისიც, სად გაიკეთებ შენთვის სასურველ ტატუს. ხშირად ტატუირება აზარტში გადადის, რაც სხეულის დიდი ნაწილის მოხატვით სრულდება, ამის მაგალითად კი ჩვენი რესპონდენტებიც გამოდგებიან, რომელთაც საკუთარი სვირინგების რაოდენობასა და მნიშვნელობაზე ვესაუბრეთ.

ოთო:

- ერთი ტატუ ხელზე მაქვს, მეორე - ტანზე. პირველად, ორი წლის წინ ხელზე არაბულად დავიწერე ფრაზა - ''ყოველთვის პირველი'', შემდეგ მივაყოლე და მთელ ხელზე, რაც ცხოვრების კრედოდ მიმაჩნია, ამავე ენაზე ის ამოვისვირინგე.

- კონკრეტულად?

- საიდუმლოა, არაბული იმიტომაა, რომ მარტო მე უნდა ვიცოდე (იცინის). მანიაკი ვარ, მიყვარს ტატუები, ბავშვობიდან მინდოდა გაკეთება, დროებითებს ვიხატავდი ტუშით, ფუნჯითა და მანიკიურით, მერე კი, როცა იმ ასაკამდე მივედი, რომ შემეძლო გაკეთება, სურვილი ავისრულე.

ტატუირება ნარკოტიკივითაა, იმდენად ჩამთრევია, რომ სხეულის სხვა ნაწილებზეც მომინდა ამოსვირინგება. ისეთ აზარტში ვარ შესული, ალბათ, კიდევ გავიკეთებ და წარწერებით კოჭამდე ჩავალ (იცინის). სხვათა შორის, ახლო მომავალში ვაპირებ ახალი სვირინგის გაკეთებას. პირველი ტატუს შემდეგ ვფიქრობდი, კიდევ რა დამეხატა ისეთი, რაც ჩემთან ახლოს იქნებოდა. ასეთი ცეკვაა, ჰოდა, გადავწყვიტე, ჩემი და ჯულიანას ცეკვის პოზა დამეხატა. შედეგად სხეულზე, მარცხენა მხარეს, ნეკნებთან ჩემი და ჯულიანას სურათი მაქვს გადატანილი.

- რატომ მაინცდამაინც შენი და ჯულიანას ფოტო?

- ცეკვა კი არის ჩემთან ახლოს, მაგრამ ამასთან ერთად მინდოდა, განსაკუთრებული და ჩემეუ-ლი ამომესვირინგებინა, რაც მხოლოდ მე მექნებოდა, ამიტომ დავიხატე ჩემი და ჯულიანას ცეკვა.

- ჯულიანას როგორი რეაქცია ჰქონდა, როცა შენი ტატუს შინაარსი გაიგო?

- ძალიან გაუხარდა. ეს ტატუ მარცხენა მხარეს, გულთან ახლოს მაქვს გაკეთებული და მიხვდა, რომ კარგი და ჩემთვის მნიშვნელოვანი რაღაც გავაკეთე (იცინის). ცეკვა მართლა გულთან ახლოსაა ჩემთვის. ჯულიანასაც ძალიან მოსწონს ტატუ.

- ამ ტატუს ქვეშაც გაქვს წარწერა, ესეც საიდუმლოა?

- არა, არა, ინგლისურად მაწერია, ''ცეკვა არ არის მხოლოდ ჰობი, ეს ცხოვრების გზაა'' და კიდევ მაწერია ფრაზა, - ''იფრინე ანგელოზებთან ერთად და იცეკვე ვარსკვლავებთან ერთად''.

- ეს ფრაზა ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' გავლენით ამოიტვიფრე?

- შეიძლება ასეც ითქვას, თან ამ ფრაზის ამოსვირინგება პროექტის მოგებას დავუკავშირე. ტატუ ჩემთვის ისეთი სიამოვნებაა, რომ ის ტკივილი, რაც მის გაკეთებას უკავშირდება, არაფერია ჩემთვის.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება