"პორნოპოეზია": "ქართველი მეფეებიც იყვნენ გეები" - არის თუ არა სადომაზოხისტური სცენების გმირი მარგველაშვილის პროტოტიპი (+ვიდეო)

"პორნოპოეზია": "ქართველი მეფეებიც იყვნენ გეები" - არის თუ არა სადომაზოხისტური სცენების გმირი მარგველაშვილის პროტოტიპი (+ვიდეო)

ჯგუფი პორნოპოეზია სკანდალური და ხმაურიანი რეპერტუარით გამოირჩევა. წლების წინ ჯგუფი სწორედ იმ მიზნით შეიქმნა, რომ მის წევრებს საზოგადოებამდე სათქმელი როკ-მუსიკის მეშვეობით მიეტანათ. ჯერ იყო სიმღერა "ასტამბურა" - პროტესტი ქართველი მოქეიფე ბიძების მიმართ, რაც კლიპითაც გამოხატეს. სიმღერა "ჩონჩხი" კი "ოფისში გამოკეტილ ტიპს" ეძღვნება, როდესაც მასში "კრეატივი" კვდება, ხოლო სიმღერა "გასაბერი კაცი" ქართველი ქალებისა და კაცების ურთიერთობაზეა. კონკრეტულად, "ქალიშვილობისა და არ გამიბაზროს ინსტიტუტზე". ყველა მათ სიმღერას მსგავსი საპროტესტო დატვირთვა აქვს.

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტსივრცეში პორნოპოეზიის ახალი კლიპი გამოჩნდა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მაყურებელმა მთავარი პერსონაჟი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მიამსგავსა. Youtube-ზე არსებული გამოხმაურების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, "პორნოპოეზიის" ახალი ნამუშევარი მსმენელის უმეტესობამ უარყოფითად შეფასა. ზოგიერთმა კი ჯგუფი "პორნოპოეზია" და კლიპის შემქმნელები ე.წ. ჯოჯოხეთის ცეცხლისთვის გაიმეტა.

Ambebi.ge კლიპის შემქნელებს დაუკავშირდა, თუმცა რეჟისორმა საბა შენგელიამ და მსახიობმა რობერტ ოგანეზოვმა ინტერვიუზე უარი განაცხადეს. "პორნოპეზიის" სოლისტი თორნიკე ქარჩხაძე კი ამბობს, რომ სიმღერა გაცილებით ადრე დაიწერა, მაშინ, როცესაც გიორგი მარგველაშვილს საზოგადოება არ იცნობდა და უბრალოდ ლექტორი იყო. მეტიც, მისი თქმით, მიუხედავად კლიპის მთავარი პერსონაჟის პრეზიდენტ მარგველაშვილთან მსგავსებისა, სიმღერა არა მარგველაშვილზე, არამედ მის გეი მეგობარზეა...

- სიმღერა საკმაოდ ძველია, მგონი 2011 წელს დაიწერა. სიმღერა ერთ ჩემს მეგობარს ეძღვნება, რომელიც არატრადიციული სექსუალური ორინეტაციის არის, გეია თქო-ვერ ვიტყვი, უფრო ალბათ ბისექსუალია.

სიმღერის სახელს რაც შეეხება, ის ცოტა მოგვიანებით გაჩნდა. ერთხელ ჯგუფის წევრები ვსაუბრობით და რაღაცნაერად მივხვდით რომ ეს ტიპი, ვისზეც ვმღერით, თავისუფლად შეიძლებოდა მეფე ყოფილიყო, შემდეგ უკვე რომ გამოგვერიცხა რაიმე კავშირი კონკრეტულ პიროვნებასთან, ავირჩიეთ გიორგი მე-14. ისტორიას გადავხედეთ და აღმოვაჩინეთ, რომ ბოლო გიორგი საქართველოს მეფე იყო გიორგი მე-12, მაგრამ არსებობს მეორე ვერსია, რომლის მიხედვით ბოლო მეფე გიორგი მე-13 გამოდის, ასე გაჩნდა გიორგი მე-14 თანამედროვე ქართველი მონარქი. მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში მეფეებიც იყვნენ გეები, მეტსაც გეტყვით, ეს გართობის ერთ-ერთი სახეობად მიიჩნეოდა და ჩვეულებრივი ამბავი იყო, მაგრამ ოფიციალურ ისტორია ხშირად ამას ჩქმალავს. სამწუხაროდ, ისტორია არ არის ზუსტი მეცნიერება, ისტორია ხომ ისე იწერება როგორც შემკვეთებს უნდათ? შემკვეთები კი ხშირად რაღაც იდეოლოგიის გატარებას ცდილობენ, რომელსაც ხშირად არაფერი აქვს საერთო რეალურ ისტორიულ ფაქტებთან. ამიტომაც არის ჩვენი ისტორიის წიგნი ჩვეულებრივი ნაცარქექიას ზღაპარი, რომელიც რეალობას არ ასახავს.

- კლიპის მთავარი პერსონაჟი პრეზიდენტ მარგველაშვილს ჰგავს და შესაბამისად გაჩნდა ვარაუდი, რომ მას მიუძღვენით ეს სიმღერა…

- მარგველაშვილთან საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს ამ სიმღერას და საერთოდაც არ გავს რობა (რობერტ ოგანეზოვი - მთავარი გმირი) მარგველაშვილს. სიმღერა 2011 წელს შეიქმნა, მაგ დროს გიორგი მარგველაშვილს (მგონი სადღაც ლექტორი იყო) და საერთოდ არავინ იცნობდა, მათ შორის, არც ჩვენ. არ ვიცი საერთოდ საიდან მოვიდა ეს მოსაზრება, რატომ დაინახეს ამ სიმღერაში მაინცდამაინც გიორგი მარგველაშვილი, ეს ძალიან მიკვირს. მელას რაც ესიზმრებოდა, ის ელანდებოდაო, ამაზეა ნათქვამი. ზოგადად პორნოპოეზია, ყოველთვის შორს იყო პოლიტიკისგან, ადრე ეგეთი სიმღერა გვქონდა "დაუმესიჯე პრემიერ-მინისტრს", მაშინაც გვაბრალებდნენ ივანიშვილს გულისხმობთო. ხალხო, შეეშვით ამ პოლიტიკას, ხომ ხედავთ, გაგიჟებენ! დარწმუნებით ვამბობ, რომ გიორგი მარგველაშვილს არაფერი აქვს საერთო ამ კლიპთან. და საერთოდ არ ვფიქრობ მარგველაშვილზე, სააკაშვილზე, ივანიშვილზე, პუტინზე ან ობამაზე, ისინი არ არიან ღირსნი, რომ მე მათზე ვიფიქრო, მათი საკითხი დიდი ხანია გადაწყვეტილია ჩემს თავში. ისინი პოლიტიკის მუშაკები არიან, ანუ ძალით თუ უნებლიედ, ბოროტებას ემსახურებიან... ბოროტებას, რომელსაც რა შედეგი მოაქვს მთელი მსოფლიოსთვის, უკვე მრავალი ათასი წელია მე მგონი ყველა ხედავს. მე წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი პოლიტიკის და პოლიტიკოსების, წინააღმდეგი ვარ ყველანაირი საზღვრების, ყველანაერი საკუთრების, ქვეყნების, რელიგიის და ა.შ. დედამიწაა ერთია და ის ყველას გვეკუთვნის.

- რის მიმართ გამოხატე ამ სიმღერით პროტესტი?

- ჩვენი შემოქმედება დიდწილად პროტესტზეა აგებული. დაწყებული "ასტამბურადან", სულ პროტესტს გამოვხატავთ. ჩემი აზრით, დღევანდელ მსოფლიოში და მით უმეტეს ამ ქვეყანაში, გასაპროტესტებელი ბევრი რამეა და ვფიქრობ ბევრად უფრო აქტიური უნდა იყოს პროტესტის მიმართულება ქართულ ხელოვნებაში, ვიდრე რეალურად არის. ვიღაცები ვაკეთებენ ამას, კიდევ ბევრი არ ჩანს, ზოგი ერიდება პროტესტს, ზოგი კარიერისთვის იყენებს და მერე ჩუმდება და ა.შ. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ძალიან მძიმე "მენტალურ ციხეში" ზის და ვერ ხედავენ ვერაფერს, მოტყუებულები და დაბნელებულები არიან, ცოტა ალბათ თავსაც იტყუებენ. ბევრი ვიცი, რომელიც კმაყოფილია იმით, რაც ხდება. ჩემი აზრით, ადამიანი ცოტას მაინც თუ აზროვნებს (განათლებაზე აღარ ვლაპარაკობ) მისთვის რთული უნდა იყოს დაეთანხმოს იმას, რაც ქვეყანაში ხდება დაწყებული პოლიტიკით, რელიგიით და ყოველდღიურობით დამთავრებული.

ამ სიმღერით და კლიპით, რამოდენიმე რამის თქმას ვცდილობთ, პირველ რიგში თვითონ სიმღერის ტექსტით, ნუ გიკვირთ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები. ახლა რომ გაგიჟდით ამაზე და საშინელ აგრესიას გამოხატავთ, ეს ყოველთვის ხდებოდა, ხდება და მოხდება, ეს ჩვეულებრივი ამბავია. თანაც სისულელეა, როცა ასეთი არათანმიმდევრულები არიან ლოგიკაში, მაგალითისთვის ხომ ცნობილია რომ საქართველოში ციხეებში "მოსული" იყო ჰომოსექსუალიზმი. როგორ შეიძლება ერთ ჭრილში რაღაც ვაჟკაცობად ითვლებოდეს და მეორე ჭრილში ყველაზე მიუღებელ რამედ. მე პირადად მყავს მეგობარი რომელსაც ციხეში ბიჭთან სექსულური კავშირი ჰქონია და ეს არავის გაუპროტესტებია და მეორე მხრივ მყავს მეგობარები, რომელებსაც საშინლად რიყავს საზოგადოება ზუსტად იგივე რამის გამო. მეორე სათქმელი, რაც ზემოთ უკვე ვახსენე, ჩვენი ისტორიისადმი დამოკიდებულება და ის იდეოლოგიური სიმახინჯეა, რაც საქართველოში ყველას თავს აქვს მოხვეული. ჩვენ ხომ გვასწავლიდნენ რომ ქართველები ვართ ყველაზე მაგრები, გვყავდა სასახელო წინაპრები, ჩვენი მეფეები იყვნენ ლამაზები, მაღალი, განათლებული, ვაჟკაცები და ა.შ. ჩვენ ხომ ასეთი წარმოსახვით ვცხოვრობთ. ბევრი ჩვენი პრობლემა რის წინაშეც დღეს ვდგავართ სწორედ ამ შუასაუკუნეობრივი აზროვნების ბრალია. ეს კლიპი ამ ყველაფრის ალტერნატივაა და ალბათ ბევრად რეალური და მართალია ვიდრე ის რასაც ჩვენ ბავშვობიდან თავში გვიდებენ. გვინდოდა წარმოგვეჩინა, რომ რელობა შეიძლბა ასეთიც იყოს. ამიტომაცაა კლიპის ესთეტიკა ცოტა უხეში, "ჟოსტკი", ცოტა კომიკური და ცოტა საშიშიც კი.

-ვისი იდეა იყო მსგავსი ტიპაჟის შერჩევა?

- როცა ეს სიმღერა მოვასმენინეთ რეჟისორ, ჩვენს მეგობარს და თანამოაზრეს, საბა შენგელიას, ძალიან მოეწონა და გადავწყვიტეთ კლიპის გადაღება. თავიდან ცოტა სხვა რამეს ვგეგმავდით, უფრო გეი ესთეტიკაში უნდა გადაგვეღო, მაგრამ მერე საბამ რობა გაიხსენა, შევხვდით და საბას გამონათება დაემართა. რომ ვნახეთ რობა ყველანი მივხვდით რომ ის იყო გიროგი 14-ე, ამას წყალი არ გაუვიდოდა...

- რამდენი ხანი გრძელდებოდა კლიპის გადაღებები?

- კლიპზე საუბარი თებერვლიდან მოყოლებული იყო, მარგამ ხან რა მიზეზით და ხან რა მიზეზით (ძირითადად ფინანსების არ ქონის გამო) ვერ ვიწყებდით. სადღაც მაისის ბოლოს მოვაბით თავი.

- ელოდით თუ არა ასეთ რეზონანსს?

- კლიპის მონტაჟი რომ დამთავრდა, პირველი რაც ვთქვი, რომ ვუყურე იყო - ცოტა სიმძფრე დავაკელით მგონი - თქო... მაგრამ მერე ხალხის რეაქციებით მივხვდი, რომ დავაკელით კი არა ძალიანაც გადაგვიჭარბებია. აჟიოტაჟს ველოდი მაგრამ ასეთ აგრესიას არა, იმიტომ რომ მე მგონია კლიპში ისეთი არაფერი ხდება, ბევრად მეტი სიმძაფრეც შეიძლებოდა და მინდოდა მე პირადად რეალურად არაფერი სასწაული მანდ არ არის ნებისმიერ ამერიკულ - ევროპულ კლიპში გაცილებით მეტი მსგავსი რაღაცეებია ხოლმე, ეს უბრალოდ ქართველებისგან უკვირთ და ალბათ ცოტა შურთ კიდეც. საერთო ჯამში ძალიან კმაყოფილები ვართ რაც გამოვიდა, ჩვენი თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერი გამოდგა და ახლა საბასთან და მთელს შემადგენლობასთან ერთად ახალ ვიდეოზე ვფირობთ, რომელიც სავარაუდოდ სექტემბრის ბოლოსკენ გამოვა.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება