რუსულმა ჯავშანტექნიკამ უკრაინის ტერიტორია გადაკვეთა

რუსულმა ჯავშანტექნიკამ უკრაინის ტერიტორია გადაკვეთა

რუსულმა ჯავშანტექნიკამ და სამხედრო სატვირთოებმა უკრაინის ტერიტორია გადაკვეთეს. უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერის ანდრეი ლისენკოს გაცხდებით, წუხელ რუსეთის მხრიდან, გამშვებ პუნქტ "იზვარინოდან" უკრაინის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ტექნიკის კოლონა შევიდა.

"არაერთხელ განვაცხადეთ რუსეთის მხრიდან მძიმე ტექნიკისა და სამხედრო მანქანების მიერ რუსეთ-უკრაინის საზღვრის გადმოკვეთის შესახებ. დღეს კი ეს ფაქტი უცხოური გამოცემების ჟურნალისტებმაც დააფიქსირეს", - განაცხადა ანდრეი ლისენკომ.

როგორც "გარდიანის" ჟურნალისტმა შონ უოკერმა "ტვიტერზე" დაწერა, მის თვალწინ რუსეთის 20-მდე ჯავშანტრანსპორტიორმა და სამხედრო სატვირთოებმა უკრაინის საზღვარი გადაკვეთეს.

რუსული ჯავშანტექნიკის მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთის თაობაზე განაცხადა ბრიტანული გამოცემა "ტელეგრაფის" ჟურნალისტმა როლანდ ოლიფანტმაც.

"თავად გავხდი მოწმე, როგორ გადაკვეთა 23-მა რუსულმა ჯავშანტექნიკამ უკრაინის საზღვარი", - დაწერა როლანდ ოლიფანტმა "ტვიტერზე".

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა