უცხოელი ჟურნალისტები - რუსული "ჰუმანიტარული დახმარებით" დატვირთული ავტომანქანები ნახევრად ცარიელია

უცხოელი ჟურნალისტები - რუსული "ჰუმანიტარული დახმარებით" დატვირთული ავტომანქანები ნახევრად ცარიელია

ბრიტანული გამოცემა Financial Times-ის მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელის კორტნი უივერის ინფორმაციით, უკრაინის ტერიტორიაზე შესული რუსული "ჰუმანიტარული დახმარებით" დატვირთული ავტომანქანები ნახვრად ცარიელია.

"ეს კიდევ ერთი თითქმის ცარიელი სატვირთოა", - დაწერა კორტნი უივერმა "ტვიტერზე" და ნახევრად ცარიელი სატვირთო მანქანის ფოტო გამოაქვეყნა.

რუსეთის "ჰუმანიტარული დახმარების" ავტოკოლონის საბაჟო შემოწმება ცოტა ხნის წინ დაიწყო.

"უნიანის" ცნობით, შემოწმებას უკრაინული მხრიდან 59 სპეციალისტი ესწრება, რომელთაგან რამდენიმე უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის, რამდენიმე კი საბაჟო სამსახურის წარმომადგენელია. შემოწმებას ესწრებიან ეუთო-ს წარმომადგენლებიც.

12 აგვისტოს რუსეთიდან უკრაინის მიმართულებით "ჰუმანიტარული ავტოკოლონა" დაიძრა, რომელსაც აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრებთათვის საკვები პროდუქტები და წყალი მიაქვს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა