ახალი სახე ქართულ კალათბურთში - რით ცდილობენ დუდა სანაძის ყურადღების მიპყრობას გოგონები

ახალი სახე ქართულ კალათბურთში - რით ცდილობენ დუდა სანაძის ყურადღების მიპყრობას გოგონები

დუდა სანაძე მეორე წელია, საქართველოს ნაკრებში ასპარეზობს. სან-დიეგოს უნივერსიტეტში ბიზნეს-ადმინისტრირებას სწავლობს და ამავე უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდში თამაშობს. სპორტის ამ სახეობით კალათბურთელი მამის გამო ბავშვობიდან დაინტერესდა. მამას მის სპორტსმენად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის. დუდას ინტერვიუსთვის შევხვდით.

- დუდა შენი ნამდვილი სახელია?

- ნათლობის სახელი გიორგია, მაგრამ ბავშვობიდან დუდას მეძახიან, ბაბუაჩემის პატივსაცემად შემარქვეს. საკმაოდ დიდი ისტორიაა. ბაბუას მამა იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში და თავისი ძმაკაცის პატივსაცემად, რომელიც ომში დაიღუპა, შვილს დუდა დაარქვა. პატარაობისას დუდა არ მომწონდა და მინდოდა, ჩემთვის გიორგი დაეძახებინათ, მაგრამ რომ გავიზარდე, სახელი დუდა მომეწონა (იღიმის).

- რატომ კალათბურთი?

- მამაჩემის გამო, რომელიც თავადაც კალათბურთელი გახლდათ. ჩემი პირველი სათამაშოც კალათბურთის ბურთი იყო. სულ ამ თამაშს ვუყურებდი. არც მქონია სხვა ფიქრები. სხვა პროფესიაზე არ მიფიქრია. კალათბურთის გარდა სპორტის სხვა სახეობასაც არ ვუყურებდი.

- მამისგან ალბათ ბევრი რჩევა მიგიღია?

- მამას დიდი როლი აქვს ჩემს პროფესიაში. დღემდე მაძლევს შენიშვნებს, შესწორებებს. ბავშვობიდან მავარჯიშებდა. მოგეხსენებათ, საქართველოში ვარჯიშისთვის არ არის კარგი პირობები. მამას რისი შესაძლებლობაც ჰქონდა, ყველაფერს აკეთებდა. დარბაზის გასაღები ჰქონდა და თავისუფალ დროს იქ დავყავდი ხოლმე. ეზოში თუ ვთამაშობდი, მამა ჩამოვიდოდა და მეტყოდა, სავარჯიშოდ მივდივართო, უსიტყვოდ მივყვებოდი. საკმაოდ მკაცრი იყო.

- მისი სურვილიც იყო, როგორც ჩანს, რომ კალათბურთელი გამოსულიყავი.

- შემატყო, რომ მქონდა შესაძლებლობები, თორემ ალბათ, ასე არ მომკიდებდა ხელს. კალათბურთზე შვიდი წლის ასაკში შევედი, მამაჩემმა თავისი სკოლა გახსნა და იქ დავიწყე სიარული. სერიოზული ეტაპი კალათბურთელის ცხოვრებაში 16 წლის ასაკიდან იწყება, მანამდე ვარჯიშობ.

პირველ ჯერზე ერთი წელი გამიცდა, რადგან 16 წლისას ერთ-ერთ ამხანაგურ შეხვედრაზე ფეხი გადამიბრუნდა და ორგან მოვიტეხე. სამაგიეროდ, კალათბურთში ძალიან მოწადინებული დავბრუნდი. ესპანეთში მოვხვდი ''სი-ბი-ეი აკადემიაში''. ჩემი თამაშებიდან საუკეთესო ეპიზოდები ამოვკრიფეთ და აკადემიაში გადავაგზავნეთ, რამდენიმე სპორტსმენმა მიიღო დაფინანსება, მათ შორის მეც. ერთი წელიწადი სწავლა მაშინ 20000 დოლარამდე ჯდებოდა. რასაკვირველია, ღირდა კიდევაც, იქ ბევრი რამ ვისწავლე. კანარის კუნძულებზე ვიყავი ექვსი თვე და ქალაქში გასვლა ვერ მოვახერხე, ერთი დღე მქონდა დასვენება და იმ დღესაც თამაში იყო. რომ ვამბობდი, კანარის კუნძულებზე ვიყავი, ლას პალმასზე-მეთქი, მეკითხებოდნენ, როგორ მომეწონა და არაფერი მოსაყოლი არ მქონდა (იცინის). წესით, იქ ერთი წელი უნდა გამეტარებინა, მაგრამ ვიზის გაგრძელება პრობლემებს უკავშირდებოდა და ვერ გავაგრძელე.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება