''ზოგჯერ ყოფილი პრეზიდენტის შვილობასაც მაწერენ...''

''ზოგჯერ ყოფილი პრეზიდენტის შვილობასაც მაწერენ...''

ქართველმა მაყურებელმა სოფო სააკაშვილი პროექტ ''X ფაქტორიდან''გაიცნო. სოფოს დედა, მომღერალი მაია ყარყარაშვილი, გასული საუკუნის 90-იან წლებში მოღვაწეობდა აქტიურად. მამა, მამუკა სააკაშვილი, პროდიუსერი იყო. მშობლები დაშორდნენ ერთმანეთს და ახლა ორივეს თავისი ცხოვრება აქვს, ამის მიუხედავად, სოფოს ორივესთან კარგი ურთიერთობა აქვს.

''უმუსიკოდ ერთი დღე არ შემიძლია''

- სოფო, მშობლების გაცნობისა და სიყვარულის ამბავი თუ იცი?

- მხოლოდ ის ვიცი, რომ დედა ერთ-ერთი მოგზაურობიდან ჩამოვიდა, გაიცნო მამა და მერე შეუღლდნენ. დედასა და მამას ერთად გადაღებული მხოლოდ ერთი ფოტო მაქვს.

- ალბათ, მამა თავიდანვე მოიხიბლა დედის სიმღერით.

- მამა დედას პროდიუსერი იყო და ალბათ, მოიხიბლა. მათი სიყვარულის ამბავი დაწვრილებით არ ვიცი. რაც უნდა გასაკვირი იყოს, მათთვის ეს ამბავი არასდროს მიკითხავს.

- ''X ფაქტორში''მონაწილეობის განმავლობაში შენი გვარის გამო სულ ჩნდებოდა კითხვა, იყავი თუ არა ყოფილი პრეზიდენტის ნათესავი. ბევრჯერ გითქვამს, რომ ყოფილ პრეზიდენტს არც იცნობ. დაინტერესებულხარ როდისმე, ნათესავები ხომ არ ხართ?

- პირადად მე არ გამომიკვლევია. შეიძლება, მიხეილ სააკაშვილი იყოს ჩემი შორეული ნათესავი. ამ ინფორმაციის მოძიებით არასდროს დავინტერესებულვარ და მგონია, რომ არც არასდროს დავინტერესდები. მე პირადად მნიშვნელობას არ ვანიჭებ, ადამიანი რა გვარია. მაინტერესებს, როგორი ადამიანია და რას წარმოადგენს. შეიძლება, მხოლოდ იმით დავინტერესდე, რისი ნიჭი აქვს. ზოგჯერ ყოფილი პრეზიდენტის შვილობასაც მაწერენ. არ ვარ და რა გავაკეთო? ჯობს, ამ ყველაფერს ერთხელ და სამუდამოდ გაეცეს პასუხი. ყოფილ პრეზიდენტთან არც ურთიერთობა და არც ნათესაური კავშირი არ მაქვს.

- მშობლები, როგორც ვიცი, მალევე დაშორდნენ ერთმანეთს.

- სამი ან ოთხი წლის ვიქნებოდი, როდესაც დაშორდნენ, თუმცა მამასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ახლახან და შემეძინა. ''X ფაქტორში''სანამ დაგვაბრუნებდნენ, იმ საღამოს დაიბადა. სალომე მალე ერთი თვის გახდება. ჩემს ძმასაც ხშირად ვნახულობ. როგორც კი დროს გამოვნახავ, ვცდილობ, მოვინახულო. სალომეს დახვეწილი სლავური ცხვირი აქვს. უკრაინელი დედა ჰყავს, ნარევები ხომ ყოველთვის კარგები გამოდიან და სალომეც ძალიან ლამაზია. დედასაც აქვს მეორე ოჯახი.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება