თურქეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

თურქეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

თურქეთის ცენტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად მოქმედი პრემიერ-მინისტრი რეჯეფ თაიფპ ერდოღანი ოფიციალურად გამოაცხადა. ერდოღანი თურქეთის მე-12 პრეზიდენტია.

საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ერდოღანმა ამომრჩეველთა ხმების 51,8 % მიიღო. პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ის 28 აგვისტოდან შეუდგება, რომელიც ამ თანამდებობაზე აბდულა გიულის შეცვლის.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი პირველი პრეზიდენტია, რომელიც პირდაპირი არჩევნების გზით აირჩიეს. 1923 წლიდან თურქეთის პრეზიდენტს ქვეყნის პარლამენტი ირჩევდა.

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნები 10 აგვისტოს გაიმართა, რომელშიც ამომრჩეველთა 74%-მა მიიღო მონაწილეობა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა